https://sputnik-georgia.com/20240711/saqartvelosi-sul-ufro-meti-turisti-camodis-axali-statistika-288961786.html
საქართველოში სულ უფრო მეტი უცხოელი ტურისტი ჩამოდის - ახალი სტატისტიკა
საქართველოში სულ უფრო მეტი უცხოელი ტურისტი ჩამოდის - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და ზაფხულის ტურისტული სეზონზე კარგ მაჩვენებლებს ელოდება. 11.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-11T15:19+0400
2024-07-11T15:19+0400
2024-07-11T15:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1b/288117537_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_757ba1541fafacc6546c79b02da7da43.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოს 6 თვეში 3.021.067 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,6%-ით მეტია, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2.123.816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდამ 10%-ია.რაც შეეხება 2024 წლის მეორე კვარტალს, აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1.720.516 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით მეტია.ბოლო სამ თვეში წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით იმატა ტურისტულმა ვიზიტებმაც. აპრილ-ივნისში 1.185.172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,2%-ით მეტია.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და მესამე კვარტლის ბოლოს, უფრო კარგ მაჩვენებლებს ელოდება.უწყების ცნობით, საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1b/288117537_219:0:2948:2047_1920x0_80_0_0_4b80f21da22e207ebc62d959167861db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოში სულ უფრო მეტი უცხოელი ტურისტი ჩამოდის - ახალი სტატისტიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და ზაფხულის ტურისტული სეზონზე კარგ მაჩვენებლებს ელოდება.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოს 6 თვეში 3.021.067 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,6%-ით მეტია, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2.123.816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდამ 10%-ია.
რაც შეეხება 2024 წლის მეორე კვარტალს, აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1.720.516 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით მეტია.
ბოლო სამ თვეში წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით იმატა ტურისტულმა ვიზიტებმაც. აპრილ-ივნისში 1.185.172 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,2%-ით მეტია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და მესამე კვარტლის ბოლოს, უფრო კარგ მაჩვენებლებს ელოდება.
„ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს… ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა აგრძელებს მარკეტინგულ კამპანიებს სამიზნე ბაზრებზე. ეს იქნება: ევროპა, სპარსეთის ყურის ქვეყნები. ინდოეთში გვაქვს უკვე ახალი ურთიერთობები, მათ შორის საერთაშორისო მედიასთან და ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში მესამე კვარტლის, ზაფხულის ბოლოს შეჯამებით ძალიან კარგი ტურისტული სეზონი გვექნება“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.