https://sputnik-georgia.com/20240711/saqartvelosi-ornisna-ekonomikur-zrdas-elodebian-288955407.html
საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი - ანალიტიკოსები
საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი - ანალიტიკოსები
Sputnik საქართველო
2023 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა 11.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-11T11:15+0400
2024-07-11T11:15+0400
2024-07-11T11:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283906709_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_9e9f1bb7654b0dabea240b22f56ad2b4.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. 2024 წლის ივნისში საქართველოში ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება, ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ (TBC Capital) ყოველთვიურ მიმოხილვაში.არსებული სტატისტიკით, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის მაისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,2% შეადგინა, მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 9,3% შეადგინა.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283906709_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_78efdd7646666b0fd67983d2ca12e98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი - ანალიტიკოსები
2023 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. 2024 წლის ივნისში საქართველოში ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება, ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ (TBC Capital) ყოველთვიურ მიმოხილვაში.
არსებული სტატისტიკით, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის მაისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,2% შეადგინა, მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 9,3% შეადგინა.
„ეკონომიკის მაღალი ზრდა ივნისშიც ნარჩუნდება. კერძოდ, აპრილში 11,4%-ით და მაისში 9,2%-ით მატების შემდეგ, „თიბისის“ არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ივნისში ზრდა ორნიშნა იქნება და შედარებითი ნორმალიზება მხოლოდ სამომავლოდ იქნება თვალსაჩინო“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.