https://sputnik-georgia.com/20240711/safosto-gzavnilebi-da-internet-aplikaciebi-axali-tarlituri-sqemebi-saqartvelosi-288957931.html
საფოსტო გზავნილები და ინტერნეტ აპლიკაციები: ახალი თაღლითური სქემები საქართველოში
საფოსტო გზავნილები და ინტერნეტ აპლიკაციები: ახალი თაღლითური სქემები საქართველოში
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. დისტანციური წვდომის აპლიკაციები და საფოსტო ამანათების შესახებ ყალბი ბმულები -ინტერნეტ-თაღლითებმა საქართველოში ასეთი ახალი... 11.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-11T13:30+0400
2024-07-11T13:30+0400
2024-07-11T13:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251135105_0:112:1600:1012_1920x0_80_0_0_4b30bdebf3ebdc7bf0e8ae46ecaa7494.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. დისტანციური წვდომის აპლიკაციები და საფოსტო ამანათების შესახებ ყალბი ბმულები -ინტერნეტ-თაღლითებმა საქართველოში ასეთი ახალი მეთოდების გამოყენება დაიწყეს, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციაში.არასამთავრობო ორგანიზაციამ კიბერთაღლითობის ორი კონკრეტული სქემის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.სქემა No1: დისტანციური წვდომის აპლიკაციასხვადასხვა სოციალურ ქსელში ვრცელდება რეკლამები, სადაც მომხმარებლებს მცირე ინვესტიციით დიდ ამონაგებს ჰპირდებიან, ან სთავაზობენ დასაქმებას. ასევე უკავშირდებიან მომხმარებლებს სოციალური ქსელით, სხვადასხვა აპლიკაციებით (Whatsapp, Viber, Messenger, Telegram), ცდილობენ დაარწმუნონ, რომ განახორციელონ ინვესტიცია, ივაჭროს სხვადასხვა აქციებით ან აქტივებით, ასევე სთავაზობენ კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობას დიდი მოგების დაპირებით.მათ ვინც დასთანხმდება, სთავაზობენ ამისათვის სპეციალური აპლიკაციის დაყენებას. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვერ შეასრულებს რამე ოპერაციას დისტანციურად, სთავაზობენ დისტანციური წვდომის აპლიკაციის დაყენებას, რომლის საშუალებითაც თითქოს უნდა დაეხმარონ.ეს პროგრამა ძირითადად არის Anydesk, თუმცა შესაძლებელია იყოს სხვაც. მომხმარებელი იწერს აპლიკაციას, რის შედეგადაც ფაქტობრივად თაღლითს აძლევს მის მოწყობილობაზე, და შესაბამისად - მთელ ინფორმაციაზე, პაროლებზე, არქივზე წვდომას.არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები უყურებდნენ მათსავე მოწყობილობაში როგორ იაქტიურებდა კიბერთაღლითი სესხს ან რიცხავდა თანხას. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ გადარიცხვას თვითონვე აკეთებენ და შემდეგ, როცა ვერ იღებენ ამონაგებს, მერე ხვდებიან, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც აშანტაჟებდნენ და ისე არიცხინებდნენ თანხას.სქემა No2: გადაუმოწმებელი ბმულებისაქართველოს ფოსტის სახელით მომხმარებლები ტელეფონზე იღებენ სმს-შეტყობინებას, რომ თითქოს ჩამოუვიდათ ამანათი, მაგრამ მისამართი არასწორადაა მითითებული და მომხმარებელს თხოვენ, სმს-ში არსებულ ბმულზე გადასვლით გამოასწოროთ ეს უზუსტობა.შემდეგ მომხმარებელს სთხოვონ ბარათების მონაცემების შეყვანას, ან დისტანციური წვდომისთვის საჭირო მონაცემების შეყვანას.არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მომხმარებელს სთავაზობს ექვს რჩევას, რომლებიც დაეხმარება მათ თავიდან აიცილონ ინტერნეტ-თაღლითების მხრიდან მოტყუება.რჩევები:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251135105_0:0:1497:1123_1920x0_80_0_0_2297b3f19260c87a8c1a4bd56603a546.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. დისტანციური წვდომის აპლიკაციები და საფოსტო ამანათების შესახებ ყალბი ბმულები -ინტერნეტ-თაღლითებმა საქართველოში ასეთი ახალი მეთოდების გამოყენება დაიწყეს, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაციამ კიბერთაღლითობის ორი კონკრეტული სქემის შესახებ გაავრცელა
ინფორმაცია.
სქემა No1: დისტანციური წვდომის აპლიკაცია
სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვრცელდება რეკლამები, სადაც მომხმარებლებს მცირე ინვესტიციით დიდ ამონაგებს ჰპირდებიან, ან სთავაზობენ დასაქმებას. ასევე უკავშირდებიან მომხმარებლებს სოციალური ქსელით, სხვადასხვა აპლიკაციებით (Whatsapp, Viber, Messenger, Telegram), ცდილობენ დაარწმუნონ, რომ განახორციელონ ინვესტიცია, ივაჭროს სხვადასხვა აქციებით ან აქტივებით, ასევე სთავაზობენ კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობას დიდი მოგების დაპირებით.
მათ ვინც დასთანხმდება, სთავაზობენ ამისათვის სპეციალური აპლიკაციის დაყენებას. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვერ შეასრულებს რამე ოპერაციას დისტანციურად, სთავაზობენ დისტანციური წვდომის აპლიკაციის დაყენებას, რომლის საშუალებითაც თითქოს უნდა დაეხმარონ.
ეს პროგრამა ძირითადად არის Anydesk, თუმცა შესაძლებელია იყოს სხვაც. მომხმარებელი იწერს აპლიკაციას, რის შედეგადაც ფაქტობრივად თაღლითს აძლევს მის მოწყობილობაზე, და შესაბამისად - მთელ ინფორმაციაზე, პაროლებზე, არქივზე წვდომას.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები უყურებდნენ მათსავე მოწყობილობაში როგორ იაქტიურებდა კიბერთაღლითი სესხს ან რიცხავდა თანხას. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ გადარიცხვას თვითონვე აკეთებენ და შემდეგ, როცა ვერ იღებენ ამონაგებს, მერე ხვდებიან, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც აშანტაჟებდნენ და ისე არიცხინებდნენ თანხას.
სქემა No2: გადაუმოწმებელი ბმულები
საქართველოს ფოსტის სახელით მომხმარებლები ტელეფონზე იღებენ სმს-შეტყობინებას, რომ თითქოს ჩამოუვიდათ ამანათი, მაგრამ მისამართი არასწორადაა მითითებული და მომხმარებელს თხოვენ, სმს-ში არსებულ ბმულზე გადასვლით გამოასწოროთ ეს უზუსტობა.
შემდეგ მომხმარებელს სთხოვონ ბარათების მონაცემების შეყვანას, ან დისტანციური წვდომისთვის საჭირო მონაცემების შეყვანას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მომხმარებელს სთავაზობს ექვს რჩევას, რომლებიც დაეხმარება მათ თავიდან აიცილონ ინტერნეტ-თაღლითების მხრიდან მოტყუება.
1.
არ გადმოწეროთ აპლიკაციები სხვისი დავალებით, მითუმეტეს ისეთი აპლიკაციები, რომელიც საშუალებას აძლევს თაღლითს შემოვიდეს თქვენს მოწყობილობაში
2.
არ მისცეთ წვდომა თქვენს მოწყობილობაზე არავის.
3.
დიდ კომპანიებში დასაქმების დაპირების შემთხვევაში, აუცილებლად გადაამოწმეთ, რამდენად რეალურია შემოთავაზება.
4.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ დაუჯერებლად მიმზიდველ შეთავაზებას, რაც დიდი ალბათობით ყალბია. ამ მიმზიდველი შეთავაზების შემდეგი ეტაპია აპლიკაციის გადმოწერისა და ეკრანის გაზიარების მოთხოვნა.
5.
არ ენდოთ საეჭვო ნომრიდან გამოგზავნილ შეტყობინებას ამანათის შესახებ და გადაამოწმეთ ინფორმაცია თქვენს გადამზიდავ კომპანიასთან.
6.
არ გახსნათ საეჭვო ბმული და არ შეიყვანოთ თქვენი ბარათის ან დისტანციური არხის მონაცემები.