https://sputnik-georgia.com/20240711/saeklesio-kalendari-11-ivlisi-288954791.html
საეკლესიო კალენდარი: 11 ივლისი
საეკლესიო კალენდარი: 11 ივლისი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 ივლისს აღნიშნავს აღმოყვანებას ნაწილთა წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანესი და ღირს პავლე მკურნალს იხსენიებს. 11.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-11T09:00+0400
2024-07-11T09:00+0400
2024-07-11T09:00+0400
საეკლესიო კალენდარი
საქართველო
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277661304_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_5ab34efb8b0e5f031dc961c068d3db6a.jpg
აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანესიწმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანეს ნაწილთა აღმოყვანება ალექსანდრიის მახლობლად მდებარე ქალაქ კანოპიდან სოფელ მანუფინში 412 წელს აღესრულა. ეგვიპტის ეს სოფელი თავისი ჩამონგრეული საკერპოთი ბოროტ სულთა სამკვიდრებლად ქცეულიყო და ყველას შიშის ზარსა სცემდა. პატრიარქ თეოფილეს (385-412) სურდა, განეწმინდა ეს ადგილი დემონთაგან, მაგრამ ვერ მოასწრო. მღვდელმთავრის სურვილი მისმა მემკვიდრემ, პატრიარქმა კირილემ (412-44) აღასრულა. ნეტარი მამა გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, ხელი მოემართა წმიდა საქმის განხორციელებაში. ბოლოს ნათელმოსილი ანგელოზი წარსდგა მის წინაშე და უბრძანა, წმიდათა უვეცხლოთა კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაესვენებინა მანუფინში. უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ შეასრულა ზეციური კურთხევა, შემდეგ კი სოფელში მარტვილთა სახელობის ტაძარიც ააგო. ამ დროიდან მოყოლებული მანუფინი განთავისუფლდა ბოროტ სულთა მძლავრობისაგან. კვიროსისა და იოანეს ლოცვით აქ მრავალი სასწაული აღესრულებოდა.ღირსი პავლე მკურნალიღირსი პავლე მკურნალი ქალაქ კორინთოში დაიბადა. იგი სიჭაბუკეშივე აღიკვეცა ბერად და დაუცხრომელი ღვაწლით დიდი სულიერი გამოცდილება შეიძინა.ერთხელ ღირს მამას, შურით აღბორგებული დემონის შეგონებით, ქალმა ცილი დასწამა. მან მონასტერში ახალშობილი ყრმა მოიყვანა და განაცხადა, იგი პავლე მონაზვნისაგან შემეძინაო. ბერმა თავმდაბლობით დაითმინა ცილისწამება, თავი არ იმართლა და საკუთარ ძედ მიიღო ჩვილი. როცა წმიდანს ყვედრება დაუწყეს მონაზვნური აღთქმის დარღვევის გამო, მან თქვა: „ძმებო, თავად ბავშვს ვკითხოთ, ვინ არის მამამისი!“ ახალშობილმა მჭედლისკენ გაიშვირა ხელი და წარმოსთქვა: „ესაა მამაჩემი და არა პავლე მონაზონი!“ სასწაულის მხილველებმა თაყვანი სცეს და პატიება სთხოვეს მოსაგრეს. ამ დროიდან მოყოლებული ღირსმა პავლემ სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიიღო, ამიტომაც უწოდეს მას მკურნალი. წმიდანი 70 წელს იყო გადაცილებული, როცა გარდაიცვალა.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20240710/saeklesio-kalendari-10-ivlisi-288930830.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277661304_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_4c5b2a21a98f9f92825d1da0e58186c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, საქართველო, რელიგია
საეკლესიო კალენდარი, საქართველო, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 11 ივლისი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 ივლისს აღნიშნავს აღმოყვანებას ნაწილთა წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანესი და ღირს პავლე მკურნალს იხსენიებს.
აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანესი
წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანეს ნაწილთა აღმოყვანება ალექსანდრიის მახლობლად მდებარე ქალაქ კანოპიდან სოფელ მანუფინში 412 წელს აღესრულა. ეგვიპტის ეს სოფელი თავისი ჩამონგრეული საკერპოთი ბოროტ სულთა სამკვიდრებლად ქცეულიყო და ყველას შიშის ზარსა სცემდა. პატრიარქ თეოფილეს (385-412) სურდა, განეწმინდა ეს ადგილი დემონთაგან, მაგრამ ვერ მოასწრო. მღვდელმთავრის სურვილი მისმა მემკვიდრემ, პატრიარქმა კირილემ (412-44) აღასრულა. ნეტარი მამა გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, ხელი მოემართა წმიდა საქმის განხორციელებაში. ბოლოს ნათელმოსილი ანგელოზი წარსდგა მის წინაშე და უბრძანა, წმიდათა უვეცხლოთა კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაესვენებინა მანუფინში. უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ შეასრულა ზეციური კურთხევა, შემდეგ კი სოფელში მარტვილთა სახელობის ტაძარიც ააგო. ამ დროიდან მოყოლებული მანუფინი განთავისუფლდა ბოროტ სულთა მძლავრობისაგან. კვიროსისა და იოანეს ლოცვით აქ მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
ღირსი პავლე მკურნალი ქალაქ კორინთოში დაიბადა. იგი სიჭაბუკეშივე აღიკვეცა ბერად და დაუცხრომელი ღვაწლით დიდი სულიერი გამოცდილება შეიძინა.
ერთხელ ღირს მამას, შურით აღბორგებული დემონის შეგონებით, ქალმა ცილი დასწამა. მან მონასტერში ახალშობილი ყრმა მოიყვანა და განაცხადა, იგი პავლე მონაზვნისაგან შემეძინაო. ბერმა თავმდაბლობით დაითმინა ცილისწამება, თავი არ იმართლა და საკუთარ ძედ მიიღო ჩვილი. როცა წმიდანს ყვედრება დაუწყეს მონაზვნური აღთქმის დარღვევის გამო, მან თქვა: „ძმებო, თავად ბავშვს ვკითხოთ, ვინ არის მამამისი!“ ახალშობილმა მჭედლისკენ გაიშვირა ხელი და წარმოსთქვა: „ესაა მამაჩემი და არა პავლე მონაზონი!“ სასწაულის მხილველებმა თაყვანი სცეს და პატიება სთხოვეს მოსაგრეს. ამ დროიდან მოყოლებული ღირსმა პავლემ სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიიღო, ამიტომაც უწოდეს მას მკურნალი. წმიდანი 70 წელს იყო გადაცილებული, როცა გარდაიცვალა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით