https://sputnik-georgia.com/20240711/qartvelma-fermerebma-ukve-titqmis-6-atasi-tona-xorbali-aires-288966092.html
ქართველმა ფერმერებმა უკვე თითქმის 6 ათასი ტონა ხორბალი გაყიდეს
ქართველმა ფერმერებმა უკვე თითქმის 6 ათასი ტონა ხორბალი გაყიდეს
Sputnik საქართველო
ექსპერტების პროგნოზით, 2024 წელს საქართველოში ხორბლის მოსავალმა შეიძლება 180 ათას ტონამდე მიაღწიოს. 11.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-11T20:16+0400
2024-07-11T20:16+0400
2024-07-11T20:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/15/279989478_0:206:3076:1936_1920x0_80_0_0_1b2e7f1b8dda739c394fa2c0f90a080c.jpg
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოში ხორბლის აღების პროცესი დაიწყო - დღეის მდგომარეობით ფერმერების მიერ წისქვილში 6.000 ტონამდე ხორბალია ჩაბარებული, ნათქვამია საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებაში.ექსპერტების პროგნოზით, 2024 წელს საქართველოში ხორბლის მოსავალმა შეიძლება 180 ათას ტონამდე მიაღწიოს, რაც დაახლოებით 20%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.„დღეის მდგომარეობით ფერმერების მიერ ჩაბარებული 6 000 ტონამდე ხორბალი. ტრადიციულად ფასის ტრენდიდან გამომდინარე ფერმერები ინდივიდუალურად წყვეტენ განახორციელონ ხორბლის ჩაბარება ამ პერიოდში, თუ დაასაწყობონ და შემდგომ პერიოდში მოახდინონ რეალიზაცია”, -აღნიშნულია განცხადებაში.ასოციაციის ცნობით, ზოგიერთი ფერმერი ფასის შესაძლო გაძვირების მოლოდინით და შემდგომ უფრო გვიან პერიოდში ხორბლის რეალიზაციის მიზნით აღებულ მოსავალს ტრადიციულად საცავებში აბინავეს.ხორბლის ფასიასოციაციის მიერ მომზადებულ ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზრებზე შემცირდა, მაგრამ როგორი იქნება ფასების დინამიკა მომავალში, დამოკიდებულია მოსავლის მოცულობაზე ხორბლის ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში, ასევე რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადზე, დოლარის გაცვლით კურსზე და სხვა მონაცემებზე.გლობალურ და რეგიონულ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებმა ქართული ხორბლის ბაზარზე აისახა. თუ მაისში ქართულმა წისქვილკომბინატებმა ხორბალი ჩაიბარეს ტონაზე 800 ლარად (დღგ-ს ჩათვლით), 10 ივნისის მონაცემებით, იმპორტირებული სასურსათო ხორბლის ღირებულება ტონაზე 730-750 ლარი იყო.რაც შეეხება ქართულ მარცვლეულს, წისქვილები ტონაზე 600-650 ლარს იხდიან.იმავდროულად, ასოციაციაში აღნიშნეს, რომ მაისში საქართველოში ძლიერმა წვიმებმა გააჩინა მოლოდინი, რომ ხორბლის ხარისხის მაჩვენებლები, მათ შორის მოსავლიანობა, მაღალი იქნება.იმპორტირებული და ადგილობრივი ხორბლის ფასი იქიდან გამომდინარე განსხვავდება, რომ მათი მიწოდება სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმებით ხდება, განმარტეს ასოციაციაში.მაშინ როდესაც იმპორტირებული ხორბლის მოწოდება იბეგრება დღგ-თი (წისქვილის მიერ ხდება დღგ-ს ჩათვლა), ქართული ხორბლის მიწოდება განთავისუფლებულია დღგ-საგან.ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი იბეგრებოდა 20 თეთრით კილოგრამზე.ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 250 ლარით განისაზღვრა. გადასახადის მოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გაგრძელდა ნოემბერში - 2024 წლის 1 სექტემბრამდე.ბაზრის მიმოხილვახორბალი მოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ყველაზე დიდი ნათესები ქვეყნის ე.წ. ღვინის რეგიონში - კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში და ცოტა საგარეჯოშია. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, რომლის 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.ხორბლის ყანებია ქვემო ქართლშიც: ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, ნათესებია წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ ეს მთიანი მხარეა, ამიტომ მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მცირე ყანები არის შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ გორისა და ქარელის რაიონებში.სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ხორბლის წარმოება 6,5%-ით შემცირდა და 146,6 ათასი ტონა შეადგინა. ამ პერიოდში ხორბლის ნათესმა ფართობმა შეადგინა 56,7 ათასი ჰექტარი, ხოლო საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე - 2,6 ტონა.წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეისყიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ამ უკანასკნელთა წილი 70%-ს შეადგენდა, რადგან ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.გარდა ამისა, ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) ასევე შემოდის რუსეთიდან, რომელიც ყველაზე დიდი მომწოდებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/15/279989478_264:0:2993:2047_1920x0_80_0_0_ad8cb93eb2e58c70bc7f427ccb59e7d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართველმა ფერმერებმა უკვე თითქმის 6 ათასი ტონა ხორბალი გაყიდეს
ექსპერტების პროგნოზით, 2024 წელს საქართველოში ხორბლის მოსავალმა შეიძლება 180 ათას ტონამდე მიაღწიოს.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოში ხორბლის აღების პროცესი დაიწყო - დღეის მდგომარეობით ფერმერების მიერ წისქვილში 6.000 ტონამდე ხორბალია ჩაბარებული, ნათქვამია საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებაში.
ექსპერტების პროგნოზით, 2024 წელს საქართველოში ხორბლის მოსავალმა შეიძლება 180 ათას ტონამდე მიაღწიოს, რაც დაახლოებით 20%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
„დღეის მდგომარეობით ფერმერების მიერ ჩაბარებული 6 000 ტონამდე ხორბალი. ტრადიციულად ფასის ტრენდიდან გამომდინარე ფერმერები ინდივიდუალურად წყვეტენ განახორციელონ ხორბლის ჩაბარება ამ პერიოდში, თუ დაასაწყობონ და შემდგომ პერიოდში მოახდინონ რეალიზაცია”, -აღნიშნულია განცხადებაში.
ასოციაციის ცნობით, ზოგიერთი ფერმერი ფასის შესაძლო გაძვირების მოლოდინით და შემდგომ უფრო გვიან პერიოდში ხორბლის რეალიზაციის მიზნით აღებულ მოსავალს ტრადიციულად საცავებში აბინავეს.
ასოციაციის მიერ მომზადებულ ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზრებზე შემცირდა, მაგრამ როგორი იქნება ფასების დინამიკა მომავალში, დამოკიდებულია მოსავლის მოცულობაზე ხორბლის ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში, ასევე რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადზე, დოლარის გაცვლით კურსზე და სხვა მონაცემებზე.
გლობალურ და რეგიონულ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებმა ქართული ხორბლის ბაზარზე აისახა. თუ მაისში ქართულმა წისქვილკომბინატებმა ხორბალი ჩაიბარეს ტონაზე 800 ლარად (დღგ-ს ჩათვლით), 10 ივნისის მონაცემებით, იმპორტირებული სასურსათო ხორბლის ღირებულება ტონაზე 730-750 ლარი იყო.
რაც შეეხება ქართულ მარცვლეულს, წისქვილები ტონაზე 600-650 ლარს იხდიან.
იმავდროულად, ასოციაციაში აღნიშნეს, რომ მაისში საქართველოში ძლიერმა წვიმებმა გააჩინა მოლოდინი, რომ ხორბლის ხარისხის მაჩვენებლები, მათ შორის მოსავლიანობა, მაღალი იქნება.
იმპორტირებული და ადგილობრივი ხორბლის ფასი იქიდან გამომდინარე განსხვავდება, რომ მათი მიწოდება სხვადასხვა საგადასახადო რეჟიმებით ხდება, განმარტეს ასოციაციაში.
მაშინ როდესაც იმპორტირებული ხორბლის მოწოდება იბეგრება დღგ-თი (წისქვილის მიერ ხდება დღგ-ს ჩათვლა), ქართული ხორბლის მიწოდება განთავისუფლებულია დღგ-საგან.
ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი იბეგრებოდა 20 თეთრით კილოგრამზე.
ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 250 ლარით განისაზღვრა. გადასახადის მოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გაგრძელდა ნოემბერში - 2024 წლის 1 სექტემბრამდე.
ხორბალი მოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ყველაზე დიდი ნათესები ქვეყნის ე.წ. ღვინის რეგიონში - კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში და ცოტა საგარეჯოშია. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, რომლის 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.
ხორბლის ყანებია ქვემო ქართლშიც: ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, ნათესებია წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ ეს მთიანი მხარეა, ამიტომ მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მცირე ყანები არის შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ გორისა და ქარელის რაიონებში.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ხორბლის წარმოება 6,5%-ით შემცირდა და 146,6 ათასი ტონა შეადგინა. ამ პერიოდში ხორბლის ნათესმა ფართობმა შეადგინა 56,7 ათასი ჰექტარი, ხოლო საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე - 2,6 ტონა.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეისყიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ამ უკანასკნელთა წილი 70%-ს შეადგენდა, რადგან ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.
გარდა ამისა, ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) ასევე შემოდის რუსეთიდან, რომელიც ყველაზე დიდი მომწოდებელია.