ყაზახეთმა „ინოპრომზე“ სასარგებლო შეთანხმებები გააფორმა

  - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2024
გამოწერა
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ყაზახეთის წარმომადგენლებმა ეკატერინბურგში მიმდინარე სამრეწველო გამოფენაზე „ინოპრომი-2024“ შეთანხმებები გააფორმეს დენის ავტონომიური ბატარეების პროექტირება-წარმოების შესახებ, იუწყება რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური.
გამოფენაზე ქვეყნის დელეგაციას პირველი ვიცე-პრემიერი რომან სკლიარი ხელმძღვანელობდა. მასში ასევე შედიოდნენ ცენტრალური ხელისუფლების, რეგიონების, ბიზნესისა და ეროვნული კომპანიების წარმომადგენლები.
„ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა არაერთ დოკუმენტს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესახებ. მაგალითად, ყარაგანდის რეგიონის აკიმატისა (ადმინისტრაციის, – რედ.) და ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით, დაიდო ხელშეკრულებები ერთობლივი პროექტების შექმნის შესახებ; მათ შორის, ავტონომიური ელექტრობატარეების პროექტირება-წარმოებისა და საწარმოების ტექნიკური გადაიარაღების შესახებ“, – ნათქვამია ტექსტში.
გარდა ამისა, შეხვედრები შედგა ყაზახეთის მრეწველობისა და მშენებლობის მინისტრ კანატ შარლაპაევსა და რუს და არაბ კოლეგებს შორის. ყაზახეთის დელეგაცია ასევე მონაწილეობდა ევრაზიული კავშირისა და დსთ-ის სამრეწველო პოლიტიკის საბჭოების რეგულარულ შეხვედრებში, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა საშუალოვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ასახავდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში სამრეწველო განვითარების ძირითად ვექტორებს 2030 წლამდე.
ეკატერინბურგში საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა „ინოპრომი-2024“ 8 ივლისს გაიხსნა და დღეს, 11 ივლისს დაიხურება.
ყველა ახალი ამბავი
0