დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ივლისი

CC BY 2.0 / Ben Perrin / Lysterfield Lakeხედი ჰორიზონტზე
ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 11 ივლისია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
იღბალი იქნება თანმდევი ყველა საქმეში, რაც ოგანიზაციულ მომენტებსა და ურთიერთობებს უკავშირდება. საუკეთესო დღეა კომპრომისების მოსაძებნად, რთული სიტუაციების გასაშიფრად, ნებისმიერი ღონისძიებისთვის – ოფიციალური მოლაპარაკებებიდან დაწყებული წვეულების მოწყობით დამთავრებული. ძალზე ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ საქმეები კარგად დაალაგოთ და საჭირო კალაპოტი მისცეთ.
ვერძი: მოთმინებითა და გაგებით უნდა მოეკიდოთ ადამიანს, რომელსაც დღეს თქვენი დახმარება, მხარდაჭერა ან რჩევა სჭირდება. თუ კეთილ საქმეს დროს დაუთმობთ, არ ინანებთ. პირიქით, კეთილისმყოფელის როლში თავს არაჩვეულებრივად იგრძნობთ. თქვენც ხომ დაგჭირვებიათ ვინმეს დახმარება ან რჩევა, და რატომ არ უნდა დაეხმაროთ თქვენ? და გახსოვდეთ, რომ სიკეთეცა და ბოროტებაც უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2018
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით
კურო: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ თავის მოთოკვა, რომ ახლობლებს ბრძანებები არ მისცეთ და თქვენი ვალდებულებების ნაწილიც მათ არ გადააბაროთ. ვერაფერს გააწყობთ – ეს გუნდის კანონია, ყოველთვის დამყოლი ვერ იქნებით, ხანდახან კლანჭებიც უნდა გამოაჩინოთ. ამასთან დღეს ეს თავისთავადაც შეიძლება გამოვიდეს – სიტუაცია ისე ჩამოყალიბდეს, რომ არჩევანის წინაშე დადგეთ: ან ვერ გაუმკლავდეთ ყველა საქმეს, ან სხვა დაიხმაროთ.
ტყუპი: დღეს ირგვლივ არსებული ატმოსფერო გაგახარებთ. სითბოსა და ურთიერთდახმარების განცდა თქვენში დაბადებს გრძნობას, რომ ყველა, ვინც გარშემო ტრიალებს, ერთი დიდი ოჯახია. ასეთი სიკეთით სავსე განწყობა აუცილებლად აისახება თქვენ ქცევაზე – ჩვეულებრივზე მეტად გულგახსნილი იქნებით ურთიერთობებში. თქვენი მომხიბვლელობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ირგვლივ მყოფნი ვერ შეძლებენ – თუ მოინდომებთ, დაუძინებელ მტერსაც კი საუკეთესო მეგობრად აქცევთ.
კირჩხიბი: თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს სასიამოვნო დივიდენდებით შეიძლება შემოგიბრუნდეთ. შესაძლოა, გარშემომყოფებთან თქვენი ცოდნით გაიბრწყინოთ, ან პერსპექტიული ნაცნობობა გააბათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს სრულად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი დიდი ორატორული ნიჭი. რა თქმა უნდა, ლაპარაკი ყოველთვის არაა მისასალმებელი, მაგრამ დღეს გამონაკლისი შეგიძლიათ დაუშვათ და „მჭევრმეტყველების მაგიური ძალა“ აჩვენოთ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2018
ჭეშმარიტი ლიდერები და ინიციატორები ზოდიაქოს ნიშნებს შორის
ლომი: დღის განმავლობაში საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელოდებათ, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს თქვენ შემდგომ ცხოვრებაზე. რა სახის იქნება ეს გავლენა – დადებითი თუ უარყოფითი, უკვე თვითონ თქვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველი შემთხვევისთვის, მთელი თქვენი ბუნებრივი ხიბლი აამოქმედოთ თითოეულ თანამოსაუბრესთან. მომხიბვლელობა კი, რაც მართალი, მართალი – არ გაკლიათ.
ქალწული: დღეს ვითარება თქვენგან მოითხოვს, რომ ინიციატივა აიღოთ ხელში. თუნდაც ეს თქვენთვის ჩვეული არ იყოს, იგრძნობთ მოთხოვნილებას, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და მათზე პასუხისმგებლობა აიღოთ. საინტერესო ისაა, რომ გარშემომყოფები მშვიდად დაგითმობენ პირველობას. შესაძლოა, ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება სწორი არ იყოს, მაგრამ ამით მოგეცემათ შანსი, ყველას და საკუთარ თავსაც აჩვენოთ, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ.
ქალწული: დღეს გარშემომყოფებმა შეიძლება თქვენით მანიპულირება მოინდომონ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც შეეცადოს თავისი მდგომარეობის, კავშირების ან პირადი მომხიბვლელობის გამოყენებას, რათა თავის თამაშში ჩაგითრიოთ. თუ ამ მცდელობას აჰყვებით, დროთა განმავლობაში ინანებთ – ამან შეიძლება თქვენს რეპუტაციას დაარტყას. ასე რომ, დღეს თქვენი თვალსაზრისი უნდა დაიცვათ და მოერიდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან.
ენერგეტიკა  - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
ზოდიაქოს ნიშნები - ენერგეტიკული ვამპირები და დონორები
სასწორი: დღეს კარგად ვერ გაართმევთ თავს იმ საქმეებს, სადაც ლოგიკური აზროვნებაა საჭირო – გათვლები, ანალიტიკა, მეცნიერება, დაგეგმვა, სწავლა. სამაგიეროდ, ძალიან იოლი იქნება კონტაქტები ადამიანებთან, მათი თქვენი იდეებითა და ემოციებით დამუხტვა. ამას გარდა, ურთიერთობებში მწვავედ იგრძნობთ სიყალბეს, რისი გამოყენებაც „სიცრუის დეტექტორის“ სახით შეგიძლიათ.
მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ, დრო გამონახოთ კარიერული, პროფესიული თუ პიროვნული ზრდის მეთოდიკის გასაცნობად. ამ თემებზე წიგნების ნახვა ადვილია – ნებისმიერი წიგნის მაღაზიიდან დაწყებული ინტერნეტით დამთავრებული. თუნდაც სკეპტიკურად უყურებდეთ მსგავს ლიტერატურას, ნამდვილად ღირს მისი შესწავლა, ან შეგიძლიათ შეეგუოთ დღევანდელ მდგომარეობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებაც კი წარმატებებს მოგიტანთ.
თხის რქა: დღეს ნებისმიერი შეკრების „მიზიდულობის ცენტრი“ შეგიძლიათ გახდეთ. გარეშემომყოფები თქვენკენ მოილტვიან. საჭირო შედეგი რომ მიიღოთ, საკმარისია თქვენი ქარიზმა გამოიყენოთ – უარს ვერავინ გეტყვით. სხვათა შორის, დღევანდელი ვითარება სხვანაირადაც შეიძლება შემობრუნდეს თქვენთვის – ირგვლივ მყოფებმა გასაქანი არ მოგცენ, სულის მოთქმა არ გაცადონ და სულ „ნაწილ–ნაწილ“ დაგიტაცონ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2018
სახალისო ჰოროსკოპი კარგი განწყობისთვის
მერწყული: დღეს შეიძლება დიდ მანიპულატორად იქცეთ და ადამიანები თოჯინებივით ათამაშოთ. თუნდაც ეს მანიპულაცია სუსტი იყოს, მაგრამ არსი მაინც არ იცვლება. მზად ხართ, გარშემომყოფების მოქმედებებს საჭირო კალაპოტი მისცეთ. ამისთვის კი აამუშაოთ კავშირები, მინიშნებები, დაპირებები, ჭორები... ამან რომ არ იმუშაოს კიდეც, თქვენსას მაინც მიაღწევთ, მაგრამ უფრო ადვილი გზებით – ქედუხრელობითა და სხვების დარწმუნების უნარით.
თევზები: დღეს ის იშვიათი დღეა, როდესაც ირგვლივმყოფებთან კამათში ნამდვილად შეიძლება დაიბადოს ჭეშმარიტება. მაგრამ მაინც ჯობს, არა იკამათოთ, არამედ განიხილოთ, იმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე – იდეებზე, გეგმებზე, პერსპექტივებზე. დღეს არაფერი ისე არ გაგამხნევებთ, არაფერი გაგიჩენთ ცინცხალ იდეებსა და მოქმედების სურვილს, როგორც ტვინის კარგი „შეჯანჯღარება“. თანამოაზრეებთან ერთად ნებისმიერ ამოცანასთან შეჭიდებას შეძლებთ.
ყველა ახალი ამბავი
0