https://sputnik-georgia.com/20240711/dasavletma-qartul-jars-daxmareba-seucera-premieris-komentari-288956842.html
დასავლეთმა ქართულ ჯარს დახმარება შეუჩერა - პრემიერის კომენტარი
დასავლეთმა ქართულ ჯარს დახმარება შეუჩერა - პრემიერის კომენტარი
Sputnik საქართველო
5 ივლისს შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოში „ღირსეული პარტნიორი-2024-ის“ (Noble Partner) სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, შემდეგ კი გახდა... 11.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-11T12:42+0400
2024-07-11T12:42+0400
2024-07-11T12:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286263081_261:502:1248:1057_1920x0_80_0_0_35eb5ee9594b608de75df1398af27590.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის დაფინანსების გამოყოფის შეჩერების შესახებ კონტრპროდუქტიულია და არ პასუხობს ქართული მხარის მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.5 ივლისს შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორი-2024-ის“ (Noble Partner) სწავლებას, ხოლო 9 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მლნ ევროს გაყინვა გადაწყვიტა. მიზეზად დასახელდა საქართველოში მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ და ანტიდასავლური რიტორიკა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართული მხარე მზადაა ურთიერთობების გადატვირთვისთვის აშშ-თან და შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.„ასეთი გადაწყვეტილებები კი არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით, თუმცა მე კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ, ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, ჩვენ ვართ მზად ამისათვის,“- განაცხადა პრემიერმა.აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ განცხადება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ფონზე გააკეთა, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.კალაძე: ჯარს თანხები ამოაცალეს და „ენჯეოებს" მისცეს>>შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, მათი თქმით აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპულობას“ და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286263081_389:475:1165:1057_1920x0_80_0_0_4655463b03e55d0ca4e1e642b21dee82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს თავდაცვა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს თავდაცვა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
დასავლეთმა ქართულ ჯარს დახმარება შეუჩერა - პრემიერის კომენტარი
5 ივლისს შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოში „ღირსეული პარტნიორი-2024-ის“ (Noble Partner) სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, შემდეგ კი გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მლნ ევროს გაყინვა გადაწყვიტა.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის დაფინანსების გამოყოფის შეჩერების შესახებ კონტრპროდუქტიულია და არ პასუხობს ქართული მხარის მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
5 ივლისს შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორი-2024-ის“ (Noble Partner) სწავლებას, ხოლო 9 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მლნ ევროს გაყინვა გადაწყვიტა. მიზეზად დასახელდა საქართველოში მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ და ანტიდასავლური რიტორიკა.
„ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. გასული 4 წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართული მხარე მზადაა ურთიერთობების გადატვირთვისთვის აშშ-თან და შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.
„ასეთი გადაწყვეტილებები კი არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით, თუმცა მე კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ, ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, ჩვენ ვართ მზად ამისათვის,“- განაცხადა პრემიერმა.
აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ განცხადება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ფონზე გააკეთა, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, მათი თქმით აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპულობას“ და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში.