მსოფლიო ბანკი: საქართველოში დასაქმებულები მსოფლიოში ყველაზე პროდუქტიულები არიან

© AP Photo / Andrew Harnikმსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2024
გამოწერა
ხუთეულში საქართველოსთან ერთად შევიდა გაიანა, კოსტა-რიკა, სომხეთი და ჩინეთი.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველო შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით მსოფლიოს 5 საუკეთესო ქვეყანას შორისაა და საშუალოვადიანი და ოთხწლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" მსოფლიო ბანკის შრომის პროდუქტიულობის განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
შრომის პროდუქტიულობა იზომება, როგორც ერთ დასაქმებულ ადამიანზე მსყიდველუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის დონე მუდმივ ფასებში.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ამ მაჩვენებელმა 2023 წელს 51.152 დოლარს გადააჭარბა, წლიურმა ზრდამ კი 6,8% შეადგინა, რაც გამორჩეული მაჩვენებელია.
პირველ ხუთეულში საქართველოსთან ერთად შევიდა გაიანა, კოსტა-რიკა, სომხეთი და ჩინეთი.
გარდა ამისა, ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, კიდევ უფრო თვალსაჩინოა საქართველოს ზრდის ტემპი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.
2019 წლის შემდეგ ოთხწლიან საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში შრომის პროდუქტიულობა 24%-ით გაუმჯობესდა და ამ პროგრესით მსოფლიოში გაიანას შემდეგ მეორე ადგილზეა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი უპირობო ლიდერია, ნათქვამია განცხადებაში.
მსოფლიოს ბანკის მერ წარმოდგენილი განმარტებით, შრომის პროდუქტიულობა გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების შესაფასებლად, შექმნას და შეინარჩუნოს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები სამართლიანი და შესაფერისი ანაზღაურებით.
აღნიშნულია, რომ ინვესტიციების, ვაჭრობის, ტექნოლოგიური პროგრესის ან სამუშაო ორგანიზაციის ცვლილებების შედეგად მიღებულმა პროდუქტიულობამ შეიძლება გაზარდოს სოციალური დაცვა და შეამციროს სიღარიბე, რაც თავის მხრივ ამცირებს დაუცველ დასაქმებასა და სამუშაო სიღარიბეს.
„მშპ ერთ დასაქმებულ ადამიანზე არის საკვანძო ზომა იმის მონიტორინგისთვის, მიდის თუ არა ქვეყანა მდგრადი განვითარების იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ეწოდება „მდგრადი, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული მუშაობა ყველასთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
უმუშევრობასთან და სიღარიბესთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა.
საქართველოში 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ქვეყნის მოსახლეობის 11,8% ცხოვრობდა, რაც 2022 წელთან შედარებით 3,8%-ით ნაკლებია, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
საქართველოში უმუშევრობის დონემ 2023 წლის მეოთხე კვარტალში 15,3% შეადგინა, რაც 0,7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,9 ათასი ადამიანით, 0,4%-ით შემცირდა და 248,6 ათასი ადამიანი შეადგინა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმების მაჩვენებელი 1,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 46% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0