https://sputnik-georgia.com/20240710/ruset-ukrainis-konfliqti-288953896.html
მოსაზრება: პოლონეთი ლვოვის ცაზე „არასაფრენი ზონის“ შექმნას აპირებს
მოსაზრება: პოლონეთი ლვოვის ცაზე „არასაფრენი ზონის“ შექმნას აპირებს
Sputnik საქართველო
პოლონეთ-უკრაინული უსაფრთხოების შესახებ ახალი შეთანხმება უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს ავალდებულებს, გაუზიაროს პოლონურ ჯარს სადაზვერვო მონაცემები და საბრძოლო... 10.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-10T15:04+0400
2024-07-10T15:04+0400
2024-07-11T07:04+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0b/288953728_0:105:2692:1619_1920x0_80_0_0_df008aa17f5594ef2a10fa5f421e811c.jpg
პოლონეთ-უკრაინული უსაფრთხოების შესახებ ახალი შეთანხმება უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს ავალდებულებს, გაუზიაროს პოლონურ ჯარს სადაზვერვო მონაცემები და საბრძოლო გამოცდილება, ითვალისწინებს პოლონური ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიერ რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩაჭრის შესაძლებლობას დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე. ანუ, ქმნის წინაპირობებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ნატოს ჯარების შესაყვანად.8 ივლისს ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება შეიცავს დებულებებს გრძელვადიანი სამხედრო და ფინანსური დახმარების შესახებ, უკრაინული ჯარების სწავლების შესახებ, იარაღის მიწოდების შესახებ და ვითომ და, არ ავალდებულებს ვარშავას, ჩაერთოს ომში კიევის მხარეს. მანამდე უკრაინამ ხელი მოაწერა ოცამდე ანალოგიურ შეთანხმებას დასავლელ „მოკავშირეებთან“. გასული ორი წლის განმავლობაში, პოლონეთნა გადასცა უკრაინას სამხედრო დახმარების 44 პაკეტი (4 მილიარდი ევროს საერთო ღირებულების), დაჰპირდა, რომ 2024 წელს გააგრძელებს იარაღის მიწოდებას და შემდეგ ათწლეულში მზადაა, სხვა ქვეყნებზე უფრო შორს წავიდეს.ვერშავა განიხილავს შემდეგ შესაძლებლობებს:- პოლონეთის მიმართულებით გაშვებული რუსული რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება;- პოლონური არმიის გამანადგურებლების МиГ-29 ესკადრილიის (14 თვითმფრინავის) უკრაინული ჯარისათვის გადაცემა;- პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული არმიის რეზერვების ჩამოყალიბება, 1 მილიონი უკრაინელი ლტოლვილის ხარჯზე.ყველაზე გაბედული და მთელი მსოფლიოსათვის საშიშია დასავლეთ უკრაინის ცაში „უფრინავი ზონის“ ვარშავული ვარიანტი, რომლის რეალიზაციას ნატო რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისაკენ (ჩრდილო ამერიკის ჩათვით) მიჰყავს. პოლონურ საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს Patriot შეუძლიათ, საჰაერო სამიზნეები გაანადგურონ 160 კილომეტრის მოშორებით პოლონეთ-უკრაინის საზღვრის აღმოსავლეთით და ესკალაციის ახალი ეტაპი უზრუნველყონ...აშშ-მ ამ დღეებში პოლონეთს 2 მილიარდი დოლარის მეორე სამხედრო კრედიტი გამოუყვეს - F-35 თვითმფრინავების , საზენიტო კომპლექსების Patriot და ტანკების Abrams შესასყიდათ. 2 მილიარდი დოლარის პირველი ამერიკული კრედიტი ვარშავამ 2023 წლის სექტემბერში მიიღო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ რუსეთთან ომისათვის „მეორე ეშელონს“ ამზადებს და პოლონეთი მზადაა რევანშისათვის, ანუ, „თავი შეაკლას“ უკრაინასთან ერთად ან მის გარეშე.ახლახანს, გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ნატოს სხვა ქვეყნებიც ჰპირდებიან მას ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსების მიწოდებას. კოლექტიური დასავლეთის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი უფრო სწრაფად ანადგურებს უკრაინისათვის გადაცემულ საზენიტო სარაკერო კომპლექსებს, ვიდრე ნატოს სამხედრო სამრეწველო კომპლექსს შეუძლია მათი წარმოება.ვაშინგტონში ნატოს „საიუბილეო“ სამიტის ფონზე, ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Responsible Statecraft , შეახსენა ზეიმის მონაწილეებს „2008 წლის სტრატეგიული შეცდომის შესახებს“ ბუხარესტში (რომელიც თანაბრად აისახა უკრაინაზე, საქართველოზე, ავღანეთზე). აღინიშნა, რომ „ ყველა დასავლელი მოკავშირე არ არის მზად, უკრაინისათვის საკუთარი აუსაფრთხოება დარტყმის ქვეშ დააყენონ“... უფრო მეტიც, Responsible Statecraft -ის ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ „ალიანსი დაიშალა და ომისაკენ მიიწევს... ერთადერთი მიწისზედა ომი, რომელშიც ალიანსს ოდესმე მონაწილეობა მიუღია, იყო ომი ავღანეთში და ეს უკანასკნელი კატასტროფული ჩავარდნით დამთავრდა“.უკრაინისათვის დახმარება დასავლეთის გეგმებში არასდროს შედიოდა. მათი სტრატეგია ითვალისწინებს რუსეთის დასუსტებას ჩინეთთან მომავალში საბრძოლველად. უკრაინის გამოყენება (მსხვერპლშეწირვა) ფუჭი აღმოჩნდა, აშშ და ალიანსი მორიგ ომში მარცხდებიან.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0b/288953728_0:0:2692:2019_1920x0_80_0_0_5ae8ca676dd272029216c8bcd0065fb5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლონეთ-უკრაინული უსაფრთხოების შესახებ ახალი შეთანხმება უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს ავალდებულებს, გაუზიაროს პოლონურ ჯარს სადაზვერვო მონაცემები და საბრძოლო გამოცდილება, ითვალისწინებს პოლონური ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიერ რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩაჭრის შესაძლებლობას დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე. ანუ, ქმნის წინაპირობებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ნატოს ჯარების შესაყვანად.
8 ივლისს ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება შეიცავს დებულებებს გრძელვადიანი სამხედრო და ფინანსური დახმარების შესახებ, უკრაინული ჯარების სწავლების შესახებ, იარაღის მიწოდების შესახებ და ვითომ და, არ ავალდებულებს ვარშავას, ჩაერთოს ომში კიევის მხარეს. მანამდე უკრაინამ ხელი მოაწერა ოცამდე ანალოგიურ შეთანხმებას დასავლელ „მოკავშირეებთან“. გასული ორი წლის განმავლობაში, პოლონეთნა გადასცა უკრაინას სამხედრო დახმარების 44 პაკეტი (4 მილიარდი ევროს საერთო ღირებულების), დაჰპირდა, რომ 2024 წელს გააგრძელებს იარაღის მიწოდებას და შემდეგ ათწლეულში მზადაა, სხვა ქვეყნებზე უფრო შორს წავიდეს.
ვერშავა განიხილავს შემდეგ შესაძლებლობებს:
- პოლონეთის მიმართულებით გაშვებული რუსული რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება;
- პოლონური არმიის გამანადგურებლების МиГ-29 ესკადრილიის (14 თვითმფრინავის) უკრაინული ჯარისათვის გადაცემა;
- პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული არმიის რეზერვების ჩამოყალიბება, 1 მილიონი უკრაინელი ლტოლვილის ხარჯზე.
ყველაზე გაბედული და მთელი მსოფლიოსათვის საშიშია დასავლეთ უკრაინის ცაში „უფრინავი ზონის“ ვარშავული ვარიანტი, რომლის რეალიზაციას ნატო რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისაკენ (ჩრდილო ამერიკის ჩათვით) მიჰყავს. პოლონურ საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს Patriot შეუძლიათ, საჰაერო სამიზნეები გაანადგურონ 160 კილომეტრის მოშორებით პოლონეთ-უკრაინის საზღვრის აღმოსავლეთით და ესკალაციის ახალი ეტაპი უზრუნველყონ...
აშშ-მ ამ დღეებში პოლონეთს 2 მილიარდი დოლარის მეორე სამხედრო კრედიტი გამოუყვეს - F-35 თვითმფრინავების , საზენიტო კომპლექსების Patriot და ტანკების Abrams შესასყიდათ. 2 მილიარდი დოლარის პირველი ამერიკული კრედიტი ვარშავამ 2023 წლის სექტემბერში მიიღო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ რუსეთთან ომისათვის „მეორე ეშელონს“ ამზადებს და პოლონეთი მზადაა რევანშისათვის, ანუ, „თავი შეაკლას“ უკრაინასთან ერთად ან მის გარეშე.
ახლახანს, გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ნატოს სხვა ქვეყნებიც ჰპირდებიან მას ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსების მიწოდებას. კოლექტიური დასავლეთის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი უფრო სწრაფად ანადგურებს უკრაინისათვის გადაცემულ საზენიტო სარაკერო კომპლექსებს, ვიდრე ნატოს სამხედრო სამრეწველო კომპლექსს შეუძლია მათი წარმოება.
ვაშინგტონში ნატოს „საიუბილეო“ სამიტის ფონზე, ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Responsible Statecraft , შეახსენა ზეიმის მონაწილეებს „2008 წლის სტრატეგიული შეცდომის შესახებს“ ბუხარესტში (რომელიც თანაბრად აისახა უკრაინაზე, საქართველოზე, ავღანეთზე). აღინიშნა, რომ „ ყველა დასავლელი მოკავშირე არ არის მზად, უკრაინისათვის საკუთარი აუსაფრთხოება დარტყმის ქვეშ დააყენონ“... უფრო მეტიც, Responsible Statecraft -ის ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ „ალიანსი დაიშალა და ომისაკენ მიიწევს... ერთადერთი მიწისზედა ომი, რომელშიც ალიანსს ოდესმე მონაწილეობა მიუღია, იყო ომი ავღანეთში და ეს უკანასკნელი კატასტროფული ჩავარდნით დამთავრდა“.
უკრაინისათვის დახმარება დასავლეთის გეგმებში არასდროს შედიოდა. მათი სტრატეგია ითვალისწინებს რუსეთის დასუსტებას ჩინეთთან მომავალში საბრძოლველად. უკრაინის გამოყენება (მსხვერპლშეწირვა) ფუჭი აღმოჩნდა, აშშ და ალიანსი მორიგ ომში მარცხდებიან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე