https://sputnik-georgia.com/20240710/qetevan-kiknadzes-12-ivliss-didubis-panteonshi-dakrzalaven-288942224.html
ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
Sputnik საქართველო
მსახიობს არაერთი ჯილდო და პრემია ჰქონდა მიღებული. 10.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-10T11:27+0400
2024-07-10T11:27+0400
2024-07-10T11:27+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/09/288931253_0:0:826:465_1920x0_80_0_0_b57378a9ee3745cd99eb0613d1e83928.jpg
თბილისი, 10 ივლისი- Sputnik. ქართველ მსახიობ ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე 85 ასაკში გარდაიცვალა.გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი 12 ივლისს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. მსახიობს თეატრიდან 12 ივლისს, 15:00 საათზე გამოასვენებენ.ქეთევან კიკნაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.იგი გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“), თინა („ტარიელ გოლუა“), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“), მარგო („პრემიერა“), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“) და სხვ. მონაწილეობდა 100-ზე მეტ სპექტაკლში.ქეთევან კიკნაძეს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები:2005 წ. – ბორჯომის საპატიო მოქალაქე;1999 წ. – ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;1991 წ.– ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე;1987 წ. – საქართველოს სახალხო არტისტი;1987 წ. – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/09/288931253_104:0:724:465_1920x0_80_0_0_a62ee6252b31c78486f35bfdf1360004.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
მსახიობს არაერთი ჯილდო და პრემია ჰქონდა მიღებული.
თბილისი, 10 ივლისი- Sputnik. ქართველ მსახიობ ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე 85 ასაკში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი 12 ივლისს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. მსახიობს თეატრიდან 12 ივლისს, 15:00 საათზე გამოასვენებენ.
ქეთევან კიკნაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.
იგი გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“), თინა („ტარიელ გოლუა“), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“), მარგო („პრემიერა“), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“) და სხვ. მონაწილეობდა 100-ზე მეტ სპექტაკლში.
ქეთევან კიკნაძეს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
2005 წ. – ბორჯომის საპატიო მოქალაქე;
1999 წ. – ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;
1991 წ.– ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე;
1987 წ. – საქართველოს სახალხო არტისტი;
1987 წ. – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.