https://sputnik-georgia.com/20240710/papuashvili-evropeli-diplomatebi-zizgis-enas-axaliseben-288944310.html
პაპუაშვილი: ევროპელი დიპლომატები ახალისებენ სიძულვილის კამპანიას საქართველოში
პაპუაშვილი: ევროპელი დიპლომატები ახალისებენ სიძულვილის კამპანიას საქართველოში
Sputnik საქართველო
ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, არაერთხელ გახდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტების მხრიდან... 10.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-10T15:00+0400
2024-07-10T15:00+0400
2024-07-10T15:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179677_212:416:1900:1365_1920x0_80_0_0_b85d477f5161deba0cae6494ef50cb76.jpg
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ევროპელი დიპლომატები, რომლებიც არ გმობენ „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მომხრეებთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ზიზღის კამპანიას, ჯანდაცვის მინისტრ მიხელ სარჯველაძესთან დაკავშირებული ინციდენტის მსგავს ინციდენტებს ახალისებენ, დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, სკანდალური კანონპროექტის მხარდაჭერის გამო ქუჩაში ჯანდაცვის მინისტრს მოქალაქე თუ როგორ უწოდებს „მონას". მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მედიისთვის დადგმული სცენები თითქოსდა აღშფოთებული მოქალაქეების მონაწილეობით, სინამდვილეში არის ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული „ტერორის კამპანია, რომელიც ხორციელდება ევროპის სახელით“.ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს ის ევროპაა, რომელსაც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვარწმუნებს, რომ ეს არის ნამდვილი ევროპა - ზეწოლა, სიძულვილი და ჩაგვრა.მედიის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯის“ ლიდერი, რომელსაც აფინანსებს თავდაცვის ექს-მინისტრი, მსჯავრდებული ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი.მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ ეშინიათ „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ წამოწყებული „ფაშისტური ბულინგის“. პრემიერის თქმით, ამ „ლიბერალური ფაშიზმის“ არავის ეშინია.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“.ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179677_433:406:1712:1365_1920x0_80_0_0_4d6cb550f75210fd0305b9c82edc0820.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: ევროპელი დიპლომატები ახალისებენ სიძულვილის კამპანიას საქართველოში
ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, არაერთხელ გახდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტების მხრიდან თავდასხმის სამიზნე.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ევროპელი დიპლომატები, რომლებიც არ გმობენ „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მომხრეებთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ზიზღის კამპანიას, ჯანდაცვის მინისტრ მიხელ სარჯველაძესთან დაკავშირებული ინციდენტის მსგავს ინციდენტებს ახალისებენ, დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, სკანდალური კანონპროექტის მხარდაჭერის გამო ქუჩაში ჯანდაცვის მინისტრს მოქალაქე თუ როგორ უწოდებს „მონას". მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მედიისთვის დადგმული სცენები თითქოსდა აღშფოთებული მოქალაქეების მონაწილეობით, სინამდვილეში არის ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული „ტერორის კამპანია, რომელიც ხორციელდება ევროპის სახელით“.
„ის, რომ ევროპელი დიპლომატები დღემდე ერთი სიტყვითაც არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების" მხრიდან ძალადობის და ზიზღის კამპანიას, ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა. ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს ის ევროპაა, რომელსაც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვარწმუნებს, რომ ეს არის ნამდვილი ევროპა - ზეწოლა, სიძულვილი და ჩაგვრა.
მედიის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯის“ ლიდერი, რომელსაც აფინანსებს თავდაცვის ექს-მინისტრი, მსჯავრდებული ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ ეშინიათ „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ წამოწყებული „ფაშისტური ბულინგის“. პრემიერის თქმით, ამ „ლიბერალური ფაშიზმის“ არავის ეშინია.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.