https://sputnik-georgia.com/20240710/new-york-times-mamardashvils-statia-miuzgvna-288943010.html
New York Times-მა საქართველოს ნაკრების მეკარეს სტატია მიუძღვნა
New York Times-მა საქართველოს ნაკრების მეკარეს სტატია მიუძღვნა
Sputnik საქართველო
სტატიის ავტორის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე „გმირობის" შემდეგ მამარდაშვილს სერიოზული ტრანსფერი ელოდება. 10.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-10T13:41+0400
2024-07-10T13:41+0400
2024-07-10T13:41+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1c/288679438_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_0fbd4c5cdc6e8719f612f473f3f653bf.jpg
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშით შთაგონებულმა New York Times-მა ქართველ მეკარე გიორგი მამარდაშვილის სტატია მიუძღვნა და მას „მთაკაცი“ და „ქართული კედელი“ უწოდა.მამარდაშვილმა ევრო 2024-ის ფარგლებში ჩატარებულ ოთხ მატჩში 30 სეივი მიითვალა და პორტუგალიასთან მატჩში (2:0) ეროვნულ გუნდს კარი „მშრალად" შეუნარჩუნა. ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილი ოთხი მატჩის წინ მამარდაშვილის შედეგი საუკეთესოდ რჩება.როგორც სტატიის ავტორმა აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე „გმირობის" შემდეგ მამარდაშვილს სერიოზული ტრანსფერი ელოდება.The New York Times-ის ინფორმაციით, ტურნირის დაწყებამდეც კი მამარდაშვილს რამდენიმე ევროპული კლუბი თვალყურს ადევნებდა, მაგრამ ევროზე მისმა გამორჩეულმა გამოსვლამ მისი შესაძლო ტრანსფერის თემაზე აჟიოტაჟი გააძლიერა.transfermarkt-ის მონაცემებით, 23 წლის ქართველი გოლკიპერის სატრანსფერო ღირებულება 35 მლნ ევროა.საქართველოს ნაკრები ევრო2024-ის ფინალურ ნაწილში 26 მარტს თბილისში, ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების წყალობით გავიდა. საქართველომ მეტოქე პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა.გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის 1/8-ში გასვლა შეძლო. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა მოიპოვა: პორტუგალიას მოუგო (2:0), ჩეხეთს დაუზავდა (1:1) და თურქეთთან დამარცხდა (1:3).მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეროვნულმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1c/288679438_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_a57ac8a06e911e384a0147a38666cf4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
New York Times-მა საქართველოს ნაკრების მეკარეს სტატია მიუძღვნა
სტატიის ავტორის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე „გმირობის" შემდეგ მამარდაშვილს სერიოზული ტრანსფერი ელოდება.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშით შთაგონებულმა New York Times-მა ქართველ მეკარე გიორგი მამარდაშვილის სტატია მიუძღვნა და მას „მთაკაცი“ და „ქართული კედელი“ უწოდა.
მამარდაშვილმა ევრო 2024-ის ფარგლებში ჩატარებულ ოთხ მატჩში 30 სეივი მიითვალა და პორტუგალიასთან მატჩში (2:0) ეროვნულ გუნდს კარი „მშრალად" შეუნარჩუნა. ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილი ოთხი მატჩის წინ მამარდაშვილის შედეგი საუკეთესოდ რჩება.
„გიორგი მამარდაშვილი ეს არის ქართველი „მთაკაცი“ - 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე", - წერს გამოცემა.
როგორც სტატიის ავტორმა აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე „გმირობის" შემდეგ მამარდაშვილს სერიოზული ტრანსფერი ელოდება.
The New York Times-ის ინფორმაციით, ტურნირის დაწყებამდეც კი მამარდაშვილს რამდენიმე ევროპული კლუბი თვალყურს ადევნებდა, მაგრამ ევროზე მისმა გამორჩეულმა გამოსვლამ მისი შესაძლო ტრანსფერის თემაზე აჟიოტაჟი გააძლიერა.
transfermarkt-ის მონაცემებით, 23 წლის ქართველი გოლკიპერის სატრანსფერო ღირებულება 35 მლნ ევროა.
საქართველოს ნაკრები ევრო2024-ის ფინალურ ნაწილში 26 მარტს თბილისში, ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების წყალობით გავიდა. საქართველომ მეტოქე პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის 1/8-ში გასვლა შეძლო. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა მოიპოვა: პორტუგალიას მოუგო (2:0), ჩეხეთს დაუზავდა (1:1) და თურქეთთან დამარცხდა (1:3).
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეროვნულმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.