გენპროკურორის არჩევის პროცესი: შერჩეულია სამი კანდიდატი

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2024
გამოწერა
ყოფილმა გენპროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 23 მაისს დატოვა
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპროკურორო საბჭომ 10 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატებთან გასაუბრება დაასრულა. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური 23 მაისს გახდა, მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
საპროკურორო საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.
აღნიშნულ პირებს 11 ივლისს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე უყრიან კენჭის და ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს მისი კანდიდატურა განსახილველად პარლამენტს წარედგინება.
გენპროკურორობის კანდიდატების კენჭისყრის შედეგები შემდეგია: ვიქტორ ახალბედაშვილი - 9 ხმა, დავით ბარბაქაძე - 1 ხმა, ლალი ბუნტური - 0 ხმა, დარეჯან ბუცხრიკიძე - 10 ხმა, გიორგი გაბიტაშვილი - 11 ხმა, ალექსანდრე კობაიძე - 0 ხმა, ანდრონიკ სარიბეკოვი - 1 ხმა.
როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, 16 ივლისს გენერალური პროკურორის კანდიდატს საკომიტეტო სხდომებზე მოუსმენენ.
გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურა იყო დარეგისტრირებული, საიდანაც ხუთმა თავად წარადგინა საკუთარი კანდიდატურა, ორი ოპოზიციურმა პარტია „საქართველომ“, ოთხი კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს.
არჩევის წესი
კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა 1/3 მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ხმის მიცემა კანდიდატებთან მიმართებით ცალ-ცაკლე მოხდება. კენჭისყრა ფარული იქნება.
არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-სა. თუ ორი ან მეტი კანდიდატი ხმების თანაბარ რაოდენობას მიიღებს, გადამწყვეტი საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა იქნება.
თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, ხელახალ კონსულტაციებს დაიწყებს.
შერჩევის შემდეგ საპროკურორო საბჭო კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ წარდგენილი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრების ხმათა საჭირო რაოდენობას, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატურებს.
ყველა ახალი ამბავი
0