https://sputnik-georgia.com/20240710/axali-sazogadoebrivi-mozraoba-dapuznda-288947775.html
სააკაშვილის და მისი თანამოაზრეების მოწინააღმდეგეებმა საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს
სააკაშვილის და მისი თანამოაზრეების მოწინააღმდეგეებმა საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების ოპონენტებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“... 10.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-10T19:51+0400
2024-07-10T19:51+0400
2024-07-10T19:51+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283051470_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_a6a29c4d262add3dba6e4f60d67bcb7a.jpg
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების ოპონენტებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დააფუძნეს, რომელიც ერთ წელში პარტიად გარდაიქმნება და მონაწილეობას მიიღებს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში.იგი დააარსა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო წერეთელმა. მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები არიან საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.შაქარიშვილის თქმით, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება გახდა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევალი, რაც უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს.დღეს მრავალი მაგალითი ადასტურებს, რომ ევროპული პოლიტიკა და ევროპელი პოლიტიკოსები, ანუ ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე ემსახურება არა ევროპელი ხალხების, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებს.თუ ყველაფერი იგივე მიმართულებით და იმავე ტემპით გაგრძელდება, მაშინ ძალიან მალე აღარაფერი დარჩება დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი, თანმიმდევრული ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანული ევროპისაგან.„ამ ფონზე 2030 წლამდე ევროკავშირის დაშლაც საკმაოდ რეალური სცენარია", - აღნიშნა შაქარიშვილმა.ქართველ ხალხს უნდა მივცეთ საშუალება, უკეთ აღიქვას ის რეალობა, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან არის დაკავშირებული, დასძინა პოლიტიკოსმა„უახლოეს წლებში ყველა თვალნათლივ დაინახავს, რომ რასაც ჩვენ დღეს და მთელ ჩვენ სამუშაო პროცესში ევროკავშირის პერსპექტივების შესახებ ვამბობდით, სრული სიმართლეა, რაც ვფიქრობთ, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ წარმატებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა შაქარიშვილმა.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283051470_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_9d3c77349513c23b314e97adc91f5d66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების ოპონენტებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დააფუძნეს, რომელიც ერთ წელში პარტიად გარდაიქმნება და მონაწილეობას მიიღებს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
იგი დააარსა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო წერეთელმა. მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები არიან საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
„მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც არსებით სიახლეს შეიტანს იმ არაჯანსაღ პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მძევლადაც აქციეს ქართველი ხალხი წლების მანძილზე პირველ რიგში როგორც ოპოზიციამ, ისე, მნიშვნელოვანწილად, ხელისუფლებამაც", - განაცხადა შაქარიშვილმა.
შაქარიშვილის თქმით, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება გახდა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევალი, რაც უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს.
„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური საკითხი, რომელიც დოგმად გარდაიქმნება და საზოგადოებაში რაციონალურ და პრაგმატულ მსჯელობას აღარ ექვემდებარება, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საშიშ ინსტრუმენტად შეიძლება გარდაიქმნეს", - აღნიშნა შაქარიშვილმა.
დღეს მრავალი მაგალითი ადასტურებს, რომ ევროპული პოლიტიკა და ევროპელი პოლიტიკოსები, ანუ ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე ემსახურება არა ევროპელი ხალხების, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებს.
„სწორედ უცხო ქვეყნის დავალებით გაუხსნეს მათ კარი ტოტალურ მიგრაციას, რომელიც ევროპულ ქვეყნებს ეროვნულ იდენტობას სწრაფი ტემპით აკარგვინებს. სწორედ უცხო ქვეყნის დავალებით ანაცვლებენ ისინი ევროპისთვის ტრადიციულ რელიგიას - ქრისტიანობას ახალი რელიგიით, რომელსაც LGBTQI+ ეწოდება", - განაცხადა შაქარიშვილმა.
თუ ყველაფერი იგივე მიმართულებით და იმავე ტემპით გაგრძელდება, მაშინ ძალიან მალე აღარაფერი დარჩება დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი, თანმიმდევრული ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანული ევროპისაგან.
„ამ ფონზე 2030 წლამდე ევროკავშირის დაშლაც საკმაოდ რეალური სცენარია", - აღნიშნა შაქარიშვილმა.
ქართველ ხალხს უნდა მივცეთ საშუალება, უკეთ აღიქვას ის რეალობა, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან არის დაკავშირებული, დასძინა პოლიტიკოსმა
„უახლოეს წლებში ყველა თვალნათლივ დაინახავს, რომ რასაც ჩვენ დღეს და მთელ ჩვენ სამუშაო პროცესში ევროკავშირის პერსპექტივების შესახებ ვამბობდით, სრული სიმართლეა, რაც ვფიქრობთ, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ წარმატებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა შაქარიშვილმა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.