https://sputnik-georgia.com/20240709/ruset-ukrainis-konfliqti-288953564.html
მოსაზრება: ვაშინგტონში ნატოს სამიტის მთავარი პრობლემა „უსახელურო ჩემოდნად“ ქცეული უკრაინაა
მოსაზრება: ვაშინგტონში ნატოს სამიტის მთავარი პრობლემა „უსახელურო ჩემოდნად“ ქცეული უკრაინაა
Sputnik საქართველო
ბანდერეველების უკრაინა ნატოს ფსკერისაკენ ქაჩავს. ამ ბალასტის მიტოვება ნიშნავს აღმოსავლეთით გაფართოების ისტორიის სამუდამოდ დასრულებას და ჩუმ დეგრადაციას მსოფლიო... 09.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-09T20:54+0400
2024-07-09T20:54+0400
2024-07-11T06:55+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/09/288932225_0:52:3071:1779_1920x0_80_0_0_9da683934243f4f9dc61d13cd92e93db.jpg
ბანდერეველების უკრაინა ნატოს ფსკერისაკენ ქაჩავს. ამ ბალასტის მიტოვება ნიშნავს აღმოსავლეთით გაფართოების ისტორიის სამუდამოდ დასრულებას და ჩუმ დეგრადაციას მსოფლიო ისტორიის გზისპირას. ბირთვულ ზესახელმწიფოსთან ღია ომი კიდევ უფრო საშინელებაა. რუსული არმია „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებში“ ყოველთვის გასამარჯვებლად მიდიოდა.აშშ-შ- სამიტის წინ ალიანსის წამავალმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: „უკრაინა ნატოს უახლოვდება“. მან კიევის რეჟიმის მხარდაჭერას „გაწევრიანებისაკენ ხიდი“ და ორგანიზაციის „ყველაზე გადაუდებელი ამოცანა“ უწოდა. თუმცა, ატლანტიკური მოკავშირეების გუნება-განწყობა არც თუ ისე ოპტიმისტური და საბრძოლოა - აშშ-ს ინტერესებს არავის სურს, სიცოცხლე შესწიროს უკრაინის მარიონეტულ არმიასთან ერთად.ივლისის დასაწყისში კიევის რეჟიმს 2,3 მილიარდ დოლარის ამერიკული სამხედრო დახმარების ახალი „პაკეტი“ გამოიყო, ვაშინგტონიდან „კარგი ამბების“ დაპირებასთან ერთად. უფრო ზუსტად - „დამატებითი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Patriot ან ანალოგიური სისტემები“. მიიღებს თუ არა უკრაინა ყველა დანაპირებ თვითმფრინავს, ეს ცალკე პრობლემაა. და არც „ნატოში ხიდის“ მშენებლობაა ცხადი.გამონაკლისი არც ორგანიზაციის 75 წლისთავია. ნატოს „წინასადღესასწაულო“ შელოცვები საკუთარი მილიარდი მოქალაქის დაცვაზე ორმაგი სიცრუეა. ალიანსის ქვეყნებს არავინ არასდროს თავს არ ესხმოდა. ყველა 32-ვე სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა 950-მდე მილიონს შეადგენს, ანუ, ერთ მილიარდამდე ვერ აღწევს. უმცირესობის „გლობალური უსაფრთხოება“ ვერ იქნება მიღწეული პლანეტის მო9სახლეობის 89 პროცენტის ინტერესების შევიწროების ხარჯზე...ამერიკული გაზეთი The Hill უახლოეს წლებში ალიანსის გარდაუვალ კრახს წინასწარმეტყველებს. ვინაიდან იგი საერთოდ „არ შეესაბამება მრავალპოლარობის ახალი ერის მოთხოვნებს“, ელვისებურად ცვალებადი გარემოს პირობებს. და უკრაინული კონფლიქტი მხოლოდ აჩქარებს „დინოზავრების დაღუპვას“, რომლებიც ჯერ კიდევ 33 წლის წინ უნდა გადაშენებულიყვნენ - ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო სტრუქტურებთან ერთად...სააგენტო France Presse, წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ვაშინგტონში ვოლოდიმერ ზელენსკი ალიანსში მიპატიჟებას არ მიიღებს, მას იმ ცოტაოდენის მიღება მოუწევს, რასაც პატრონები შესთავაზებენ.Der Spiegel -ისათვის მიცემულ ინტერვიუში, ლონდონის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი ფრანცა-შტეფან ჰადი ხაზგასმით აღნიშნავს რუსეთის „ოპერატიულ“ გამარჯვებას ხარკოვის მიმართულებაზე, წინასწარმეტყველებს, რომ უკრაინა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებს დაკარგავს, გარდა ამისა, ჰადი თვლის, რომ „ძალიან მოწყვლადი“ გამანადგურებლების F-16 მიწოდება აზრსაა მოკლებული.ამ დროს, მოვლენათა ჰორიზონტზე ტაივანი ჩანს. იენს სტოლტენბერგმა, ვაშინგტონის სამიტზე ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ კორეის დასწრება შემდეგნაირად ახსნა: „მსოფლიო სულ უფრო რთული ხდება...ომი უკრაინაში გვაჩვენებს, რამდენად მჭიდროდ არიან დაკავშირებულები რუსეთი და ჩინეთი, ჩრდილო კორეა და ირანი. ჩინეთი არის რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მთავარი ორგანიზატორი“.ახალი შესაძლო გაფართოება - აღმოსავლეთიდან დასავლეთით - ალიანსის თვითმკვლელობას დააჩქარებს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/09/288932225_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_9b98540b8b7e03161455bb7f03fa7361.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მოსაზრება
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მოსაზრება
ბანდერეველების უკრაინა ნატოს ფსკერისაკენ ქაჩავს. ამ ბალასტის მიტოვება ნიშნავს აღმოსავლეთით გაფართოების ისტორიის სამუდამოდ დასრულებას და ჩუმ დეგრადაციას მსოფლიო ისტორიის გზისპირას. ბირთვულ ზესახელმწიფოსთან ღია ომი კიდევ უფრო საშინელებაა. რუსული არმია „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებში“ ყოველთვის გასამარჯვებლად მიდიოდა.
აშშ-შ- სამიტის წინ ალიანსის წამავალმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: „უკრაინა ნატოს უახლოვდება“. მან კიევის რეჟიმის მხარდაჭერას „გაწევრიანებისაკენ ხიდი“ და ორგანიზაციის „ყველაზე გადაუდებელი ამოცანა“ უწოდა. თუმცა, ატლანტიკური მოკავშირეების გუნება-განწყობა არც თუ ისე ოპტიმისტური და საბრძოლოა - აშშ-ს ინტერესებს არავის სურს, სიცოცხლე შესწიროს უკრაინის მარიონეტულ არმიასთან ერთად.
ივლისის დასაწყისში კიევის რეჟიმს 2,3 მილიარდ დოლარის ამერიკული სამხედრო დახმარების ახალი „პაკეტი“ გამოიყო, ვაშინგტონიდან „კარგი ამბების“ დაპირებასთან ერთად. უფრო ზუსტად - „დამატებითი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Patriot ან ანალოგიური სისტემები“. მიიღებს თუ არა უკრაინა ყველა დანაპირებ თვითმფრინავს, ეს ცალკე პრობლემაა. და არც „ნატოში ხიდის“ მშენებლობაა ცხადი.
გამონაკლისი არც ორგანიზაციის 75 წლისთავია. ნატოს „წინასადღესასწაულო“ შელოცვები საკუთარი მილიარდი მოქალაქის დაცვაზე ორმაგი სიცრუეა. ალიანსის ქვეყნებს არავინ არასდროს თავს არ ესხმოდა. ყველა 32-ვე სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა 950-მდე მილიონს შეადგენს, ანუ, ერთ მილიარდამდე ვერ აღწევს. უმცირესობის „გლობალური უსაფრთხოება“ ვერ იქნება მიღწეული პლანეტის მო9სახლეობის 89 პროცენტის ინტერესების შევიწროების ხარჯზე...
ამერიკული გაზეთი The Hill უახლოეს წლებში ალიანსის გარდაუვალ კრახს წინასწარმეტყველებს. ვინაიდან იგი საერთოდ „არ შეესაბამება მრავალპოლარობის ახალი ერის მოთხოვნებს“, ელვისებურად ცვალებადი გარემოს პირობებს. და უკრაინული კონფლიქტი მხოლოდ აჩქარებს „დინოზავრების დაღუპვას“, რომლებიც ჯერ კიდევ 33 წლის წინ უნდა გადაშენებულიყვნენ - ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო სტრუქტურებთან ერთად...
სააგენტო France Presse, წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ვაშინგტონში ვოლოდიმერ ზელენსკი ალიანსში მიპატიჟებას არ მიიღებს, მას იმ ცოტაოდენის მიღება მოუწევს, რასაც პატრონები შესთავაზებენ.
Der Spiegel -ისათვის მიცემულ ინტერვიუში, ლონდონის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი ფრანცა-შტეფან ჰადი ხაზგასმით აღნიშნავს რუსეთის „ოპერატიულ“ გამარჯვებას ხარკოვის მიმართულებაზე, წინასწარმეტყველებს, რომ უკრაინა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებს დაკარგავს, გარდა ამისა, ჰადი თვლის, რომ „ძალიან მოწყვლადი“ გამანადგურებლების F-16 მიწოდება აზრსაა მოკლებული.
ამ დროს, მოვლენათა ჰორიზონტზე ტაივანი ჩანს. იენს სტოლტენბერგმა, ვაშინგტონის სამიტზე ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ კორეის დასწრება შემდეგნაირად ახსნა: „მსოფლიო სულ უფრო რთული ხდება...ომი უკრაინაში გვაჩვენებს, რამდენად მჭიდროდ არიან დაკავშირებულები რუსეთი და ჩინეთი, ჩრდილო კორეა და ირანი. ჩინეთი არის რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მთავარი ორგანიზატორი“.
ახალი შესაძლო გაფართოება - აღმოსავლეთიდან დასავლეთით - ალიანსის თვითმკვლელობას დააჩქარებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე