მსახიობი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშისანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2024
გამოწერა
მსახიობს არაერთი ჯილდო და პრემია ჰქონდა მიღებული.
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე 85 ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
ქეთევან კიკნაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.
იგი გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“), თინა („ტარიელ გოლუა“), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“), მარგო („პრემიერა“), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“) და სხვ. მონაწილეობდა 100-ზე მეტ სპექტაკლში.
ქეთევან კიკნაძეს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
2005 წ. – ბორჯომის საპატიო მოქალაქე;
1999 წ. – ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;
1991 წ.– ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე;
1987 წ. – საქართველოს სახალხო არტისტი;
1987 წ. – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია;
კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.
ყველა ახალი ამბავი
0