https://sputnik-georgia.com/20240709/msheneblobis-girebuleba-maisshi-axali-statistika-288924413.html
მშენებლობის ღირებულება მაისში გაიზარდა - ახალი სტატისტიკა
მშენებლობის ღირებულება მაისში გაიზარდა - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
თვის ინდექსის გაზრდა ძირითადად მოხდა დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასების 1,3%-ით გაზრდის ხარჯზე. 09.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-09T11:56+0400
2024-07-09T11:56+0400
2024-07-09T11:56+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277858332_0:85:1024:661_1920x0_80_0_0_029f6fe08c31ec42a59d082aaa0537bf.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2024 წლის მაისში, მიმდინარე წლის აპრილთან შედარებით, 0,3%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.უწყების ცნობით, წლიური ინდექსის გაზრდა ძირითადად მოხდა დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასების 1,3%-ით გაზრდის ხარჯზე.2024 წლის მაისში, 2023 წლის მაისთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8,4%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 27,3%-ით და სამშენებლო მასალებსა და მანქანა-დანადგარებზე ფასების 6,1%-ით გაზრდით.მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277858332_68:0:972:678_1920x0_80_0_0_b08b6691869ff98daea25dc4a02ace13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
მშენებლობის ღირებულება მაისში გაიზარდა - ახალი სტატისტიკა
თვის ინდექსის გაზრდა ძირითადად მოხდა დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასების 1,3%-ით გაზრდის ხარჯზე.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2024 წლის მაისში, მიმდინარე წლის აპრილთან შედარებით, 0,3%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ცნობით, წლიური ინდექსის გაზრდა ძირითადად მოხდა დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასების 1,3%-ით გაზრდის ხარჯზე.
2024 წლის მაისში, 2023 წლის მაისთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8,4%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 27,3%-ით და სამშენებლო მასალებსა და მანქანა-დანადგარებზე ფასების 6,1%-ით გაზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.