https://sputnik-georgia.com/20240709/kobaxidze-qetevan-kiknadzis-gardacvalebis-gamo-mwuxarebas-gamotqvams-288932578.html
ირაკლი კობახიძე ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი კობახიძე ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
მსახიობს არაერთი ჯილდო და პრემია ჰქონდა მიღებული. 09.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-09T19:39+0400
2024-07-09T19:39+0400
2024-07-09T19:39+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/09/288931253_0:0:826:465_1920x0_80_0_0_b57378a9ee3745cd99eb0613d1e83928.jpg
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსახიობ ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე 85 ასაკში გარდაიცვალა.როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, ქეთევან კიკნაძე გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიაში.ქეთევან კიკნაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.იგი გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“), თინა („ტარიელ გოლუა“), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“), მარგო („პრემიერა“), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“) და სხვ. მონაწილეობდა 100-ზე მეტ სპექტაკლში.ქეთევან კიკნაძეს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები:2005 წ. – ბორჯომის საპატიო მოქალაქე;1999 წ. – ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;1991 წ.– ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე;1987 წ. – საქართველოს სახალხო არტისტი;1987 წ. – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია;კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/09/288931253_104:0:724:465_1920x0_80_0_0_a62ee6252b31c78486f35bfdf1360004.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
მსახიობს არაერთი ჯილდო და პრემია ჰქონდა მიღებული.
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსახიობ ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე 85 ასაკში გარდაიცვალა.
როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, ქეთევან კიკნაძე გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიაში.
„ქალბატონი ქეთევანის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები მაყურებელთა თაობებმა შეიყვარა და გაითავისა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიაში.თანავუგრძნობ ქეთევან კიკნაძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – ნათქვამია მთავრობის მეთაურის სამძიმარში.
ქეთევან კიკნაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.
იგი გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“), თინა („ტარიელ გოლუა“), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“), მარგო („პრემიერა“), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“) და სხვ. მონაწილეობდა 100-ზე მეტ სპექტაკლში.
ქეთევან კიკნაძეს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
2005 წ. – ბორჯომის საპატიო მოქალაქე;
1999 წ. – ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;
1991 წ.– ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე;
1987 წ. – საქართველოს სახალხო არტისტი;
1987 წ. – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია;
კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.