https://sputnik-georgia.com/20240709/gamonabolqvi-gzebze-7-tveshi-6-atasze-meti-mzgoli-dajarimda-288927085.html
გამონაბოლქვი გზებზე: შვიდ თვეში 6 ათასზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა
გამონაბოლქვი გზებზე: შვიდ თვეში 6 ათასზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა
Sputnik საქართველო
მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე. 09.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-09T15:39+0400
2024-07-09T15:39+0400
2024-07-09T15:39+0400
საქართველო
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251142624_0:117:3225:1931_1920x0_80_0_0_c5bf2815bfe0f3411646d2b1d301a0ef.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟებმა 2023 წლის 4 სექტემბრიდან მიმდინარე წლის 4 ივლისის ჩათვლით პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 6.189 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი გასული წლის 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყო. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება.დაჯარიმებული 6.189სამართალდამრღვევიდან 5.405 - ფიზიკური პირია, ხოლო 784 - იურიდიული პირი.უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ 3.837 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2.086- მიკროავტობუსის, 259 - სატვირთო ავტომობილის, 7 კი ავტობუსის მძღოლის სახელზე.„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251142624_248:0:2977:2047_1920x0_80_0_0_85da79e0c2bd036dc7849eb6324a1e5f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ახალი ამბები
გამონაბოლქვი გზებზე: შვიდ თვეში 6 ათასზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა
მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟებმა 2023 წლის 4 სექტემბრიდან მიმდინარე წლის 4 ივლისის ჩათვლით პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 6.189 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი გასული წლის 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყო. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება.
„ყველაზე მეტი - 2.946 დარღვევა - დაფიქსირდა თბილისში, 1.242 - ქუთაისში, 1.051 - ბათუმში, 950 კი რუსთავში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაჯარიმებული 6.189სამართალდამრღვევიდან 5.405 - ფიზიკური პირია, ხოლო 784 - იურიდიული პირი.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ 3.837 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2.086- მიკროავტობუსის, 259 - სატვირთო ავტომობილის, 7 კი ავტობუსის მძღოლის სახელზე.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.
ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.