https://sputnik-georgia.com/20240709/dundua-2030-wlistvis-saqartvelo-magalshemosavliani-qveyana-gaxdeba-288925537.html
მინისტრის მოადგილე: 2030 წლისთვის საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება
მინისტრის მოადგილე: 2030 წლისთვის საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება
Sputnik საქართველო
დუნდუას განცხადებით, საქართველო უზრუნველყოფს წლიდან წლამდე პენსიის ზრდას წინასწარ განსაზღვრული ფორმულით. 09.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-09T18:13+0400
2024-07-09T18:13+0400
2024-07-09T18:13+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს ეკონომიკა
საპენსიო სააგენტო
ახალი ამბები
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24839/51/248395188_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_48518c271d72bb14e88726deebf2fdad.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2030 წლისთვის ხელფასები, პენსიები და შემოსავლები მაღალშემოსავლიანი ქვეყნების დონეს მიუახლოვდება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.დუნდუამ კომენტარი გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში ყოველთვიური პენსია 13-ჯერ მეტია (4 ათასი ლარით) ვიდრე საქართველოში.მისი თქმით, დღეისათვის და მიმდინარე წლების განმავლობაში საქართველო უზრუნველყოფს წლიდან წლამდე პენსიის ზრდას წინასწარ განსაზღვრული ფორმულით.საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 1-ელი ივნისის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ასაკობრივ პენსიას 848,9 ათასი ადამიანი იღებს.დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია.70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ ადამიანიამდეა. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 10,4 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 35,3 მლნ ლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24839/51/248395188_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_d15c84de253eda0a7ae94186e81ccbbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, საპენსიო სააგენტო, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, საპენსიო სააგენტო, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში
მინისტრის მოადგილე: 2030 წლისთვის საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება
დუნდუას განცხადებით, საქართველო უზრუნველყოფს წლიდან წლამდე პენსიის ზრდას წინასწარ განსაზღვრული ფორმულით.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2030 წლისთვის ხელფასები, პენსიები და შემოსავლები მაღალშემოსავლიანი ქვეყნების დონეს მიუახლოვდება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
დუნდუამ კომენტარი გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში ყოველთვიური პენსია 13-ჯერ მეტია (4 ათასი ლარით) ვიდრე საქართველოში.
„საქართველო 2030 წლისთვის გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და შესაბამისად, ხელფასებიც, პენსიაც და შემოსავლებიც მაღალშემოსავლიანი ქვეყნების სადარი იქნება იმ პერიოდისათვის", - განაცხადა დუნდუამ.
მისი თქმით, დღეისათვის და მიმდინარე წლების განმავლობაში საქართველო უზრუნველყოფს წლიდან წლამდე პენსიის ზრდას წინასწარ განსაზღვრული ფორმულით.
„გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც იმისთვის შემოვიღეთ ზუსტად, რომ მაღალი იყოს საპენსიო შემოსავალი საქართველოში და შესაბამისად, წლიდან წლამდე, ჩვეულებრივად გაიზრდება პენსია, გაიზრდება შემოსავალი, გაიზრდება ხელფასი“, - აღნიშნა მან.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 1-ელი ივნისის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ასაკობრივ პენსიას 848,9 ათასი ადამიანი იღებს.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია.
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ ადამიანიამდეა. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 10,4 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 35,3 მლნ ლარს შეადგენს.