https://sputnik-georgia.com/20240709/dedaqalaqshi-10-erteuli-18-metriani-avtobusi-shemovida-288927500.html
დედაქალაქში კიდევ 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა
დედაქალაქში კიდევ 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა
Sputnik საქართველო
2024 წლის ბოლომდე თბილისში 400-მდე ახალი ავტობუსი იმოძრავებს, რაც ქალაქის ავტობუსების პარკის დაახლოებით 40%-ია. 09.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-09T17:51+0400
2024-07-09T17:51+0400
2024-07-09T17:51+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/16/284419867_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_40cd030183e47b1521165fca63fd27b2.jpg
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. დედაქალაქში 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაემატება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.2024 წლიდან თბილისში ეტაპობრივად გამოჩნდება ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის: სალონში არის სპეციალური სივრცე ეტლებისთვის და გადმოსაშლელი პანდუსი.ამ ეტაპზე ქალაქში სხვადასხვა მარშრუტზე 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე გადაადგილდება.გარდა ამისა, კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში მომავალი წლის ბოლომდე დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა.თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული ავტობუსები მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაყვანას სრულად უზრუნველყოფს. როგორც მან აღნიშნა, სტატისტიკის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა გაზრდილია, ეს ტენდენცია კი მომავალშიც გაგრძელდება.MAN-ის მარკის ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 18-მეტრიან ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.ავტობუსები ასევე აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები დაWIFI მოწყობილობაც.თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/16/284419867_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f64cf91a8dd857c482d57940da4cab93.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
დედაქალაქში კიდევ 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა
2024 წლის ბოლომდე თბილისში 400-მდე ახალი ავტობუსი იმოძრავებს, რაც ქალაქის ავტობუსების პარკის დაახლოებით 40%-ია.
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. დედაქალაქში 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაემატება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
2024 წლიდან თბილისში ეტაპობრივად გამოჩნდება ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის: სალონში არის სპეციალური სივრცე ეტლებისთვის და გადმოსაშლელი პანდუსი.
ამ ეტაპზე ქალაქში სხვადასხვა მარშრუტზე 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე გადაადგილდება.
გარდა ამისა, კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში მომავალი წლის ბოლომდე დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა.
„დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე შევისყიდეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. მოგვიანებით დავამატეთ 40 ერთეული. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დედაქალაქში კიდევ 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოგვეწოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული ავტობუსები მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაყვანას სრულად უზრუნველყოფს. როგორც მან აღნიშნა, სტატისტიკის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა გაზრდილია, ეს ტენდენცია კი მომავალშიც გაგრძელდება.
„2017 წელს როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობა დავიწყეთ, შემცირებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მაჩვენებელი. ამის მიზეზი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავტობუსები და მიკროავტობუსები იყო. შესაბამისად, განვაახლეთ ავტობუსები, შემოვიყვანეთ ევროპული ტიპის ავტობუსები. ეს პროცესი დღესაც გრძელდება“, - განაცხადა მერმა.
MAN-ის მარკის ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 18-მეტრიან ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
ავტობუსები ასევე აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები დაWIFI მოწყობილობაც.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.