https://sputnik-georgia.com/20240709/borjgalosnebma-italia-daamarcxes-288939016.html
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველომ იტალია ბონუსქულით დაამარცხა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველომ იტალია ბონუსქულით დაამარცხა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა მეოტოქეს 4 ლელო დაუდო და ბონუსქულა მოიპოვა 09.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-09T21:17+0400
2024-07-09T21:17+0400
2024-07-09T21:17+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/09/279390569_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_a23fda924694de57694a868cdc7774ea.png
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის მესამე მატჩი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 28:17 მოიგო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 4 ლელო დაუდო და ბონუსქულა მოიპოვა - პირველ ორ ტურში წაგების შემდეგ ქართველ მორაგბეებს მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად იტალიელების ბონუსქულით დამარცხება სჭირდებოდათ.იტალიელები შეხვედრის დასაწყისში დაწინაურდნენ, მაგრამ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მალე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება – მიხეილ ხახუბიას მიერ დადებული ლელო ლუკა ცირეკიძემ ზუსტად გარდასახა, ტაიმის ბოლოსკენ კი იტალიელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და ქართველმა მორაგბეებმა ტაიმი 14:10 მოიგეს.მეორე ტაიმში ქართველი მორაგბეები სრულად დაეუფლნენ უპირატესობას, დიდი ძალებით უტევდნენ და 61-ე წუთზე ხაინდრავამ ლელო ძელებს შორის დადო, ცირეკიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა – 21:10.მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მიხეილ ყაჩლავაშვილმა მეოთხე ლელო დადო და საქართველოს ნაკრებს ბონუსქულა მოუტანა.იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მეხუთე-მერვე ადგილებისთვის გააგრძელოს ბრძოლა, C ჯგუფში სამხრეთ აფრიკის ნაკრები ინგლისთან ისე უნდა დამარცხდეს, ბონუსქულის აღება ვერ მოახერხოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/09/279390569_207:0:1743:1152_1920x0_80_0_0_1a9a18b7bd1ad7f215c2b65a80c916d0.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველომ იტალია ბონუსქულით დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მეოტოქეს 4 ლელო დაუდო და ბონუსქულა მოიპოვა
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის მესამე მატჩი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 28:17 მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 4 ლელო დაუდო და ბონუსქულა მოიპოვა - პირველ ორ ტურში წაგების შემდეგ ქართველ მორაგბეებს მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად იტალიელების ბონუსქულით დამარცხება სჭირდებოდათ.
იტალიელები შეხვედრის დასაწყისში დაწინაურდნენ, მაგრამ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მალე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება – მიხეილ ხახუბიას მიერ დადებული ლელო ლუკა ცირეკიძემ ზუსტად გარდასახა, ტაიმის ბოლოსკენ კი იტალიელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და ქართველმა მორაგბეებმა ტაიმი 14:10 მოიგეს.
მეორე ტაიმში ქართველი მორაგბეები სრულად დაეუფლნენ უპირატესობას, დიდი ძალებით უტევდნენ და 61-ე წუთზე ხაინდრავამ ლელო ძელებს შორის დადო, ცირეკიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა – 21:10.
მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მიხეილ ყაჩლავაშვილმა მეოთხე ლელო დადო და საქართველოს ნაკრებს ბონუსქულა მოუტანა.
იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მეხუთე-მერვე ადგილებისთვის გააგრძელოს ბრძოლა, C ჯგუფში სამხრეთ აფრიკის ნაკრები ინგლისთან ისე უნდა დამარცხდეს, ბონუსქულის აღება ვერ მოახერხოს.