ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა მაისში გაიზარდა

© photo: Sputnik / Svetlana Shevchenkoდოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2024
გამოწერა
საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით 1,87 მლრდ ლარით (3,43%) გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით 56,38 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 535,48 მილიონი ლარით, ანუ 1,78%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 1,33 მილიარდი ლარით, ანუ 5,47%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის მაისის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 8,98 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1,84%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 16,38 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 5,9%-ით მეტია.
მაისში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 2,54%-ით, ანუ 721,82 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, 29,13 მლრდ ლარი შეადგინა.
მაისის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0