https://sputnik-georgia.com/20240708/saqartveloshi-italiur-kalias-ebrzvian-288905172.html
აღმოსავლეთ საქართველოში იტალიურ კალიას ებრძვიან
აღმოსავლეთ საქართველოში იტალიურ კალიას ებრძვიან
Sputnik საქართველო
იტალიური კალია საშიში მავნებელია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარს და ნარგავებს. 08.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-08T15:00+0400
2024-07-08T15:00+0400
2024-07-08T15:00+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24556/09/245560964_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_941d5d41ccf4168fd5921f466f501f87.jpg
თბილისი, 8 ივლისი– Sputnik. მოსახლეობისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიში მავნებლის- იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.იტალიური კალია აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარს და ნარგავებს.აღმოსავლეთ საქართველოში ამ ეტაპისთვის 12 000 ჰა ფართობია დამუშავებული.კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით მუშავდება.სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მავნებლის გავრცელების არეალს ადგენენ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, რის შემდეგაც იგეგმება წამლობითი ღონისძიებები.სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სააგენტოს მიერ ჩატარებული თანმიმდევრული სამუშაოების შედეგად, მიმდინარე წელს იტალიური კალიის გავრცელების არეალი რეგულირებადი და რაოდენობა- შემცირებულია.მავნებლებთან ბრძოლის რეგიონული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24556/09/245560964_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_26d3a1ad329fcc313d931bf9a88085e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო
აღმოსავლეთ საქართველოში იტალიურ კალიას ებრძვიან
იტალიური კალია საშიში მავნებელია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარს და ნარგავებს.
თბილისი, 8 ივლისი– Sputnik. მოსახლეობისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიში მავნებლის- იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
იტალიური კალია აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარს და ნარგავებს.
აღმოსავლეთ საქართველოში ამ ეტაპისთვის 12 000 ჰა ფართობია დამუშავებული.
კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით მუშავდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მავნებლის გავრცელების არეალს ადგენენ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, რის შემდეგაც იგეგმება წამლობითი ღონისძიებები.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სააგენტოს მიერ ჩატარებული თანმიმდევრული სამუშაოების შედეგად, მიმდინარე წელს იტალიური კალიის გავრცელების არეალი რეგულირებადი და რაოდენობა- შემცირებულია.
მავნებლებთან ბრძოლის რეგიონული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება.