მილიარდი სასტუმროებისთვის - მინისტრის მოადგილე საქართველოში დაგეგმილ პროექტებზე

© photo: Sputnik / Stringerტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2024
გამოწერა
განთავსების ობიექტების რაოდენობა წლის განმავლობაში 0.3%-ით გაიზარდა და 1188 ერთეული შეადგინა.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში უკვე დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განთავსების ობიექტების კუთხით 1 მილიარდ ლარს უტოლდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა
ანალიტიკური კომპანია Galt&Taggart-ის მაისის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში განთავსების ობიექტების რაოდენობა იზრდება. წლის განმავლობაში მათი რაოდენობა 0,3%-ით გაიზარდა და 1.188 ერთეული შეადგინა. გარდა ამისა, ნომრების რაოდენობა გაიზარდა 1,6%-ით, 35.875-მდე. სასტუმროს ნომრების უმეტესობა მდებარეობს თბილისსა (36,5%) და აჭარაში (30,4%).
„მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში უკვე დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განთავსების ობიექტების კუთხით უტოლდება 1 მილიარდ ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაემატება 125 ახალი განთავსების ობიექტი, ქვეყანაში შეიქმნება 9 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი და გაიზრდება საწოლი ადგილების რაოდენობა“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ეს გეგმები შეესაბამება საქმიანი ტურიზმის პოტენციალის გაზრდას არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
„შევძლებთ, რომ დიდ ჯგუფებს, დიდ ღონისძიებებს, სხვადასხვა აქტივობას თამამად ვუმასპინძლოთ“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
ტურიზმის სფერო, რომელიც კოვიდპანდემიის გამო სერიოზულად დაზარალდა, აგრძელებს აღდგენას და ახალი რეკორდების მოხსნას. მთავრობის პროგნოზის თანახმად, 2024 წელს გასული წლის რეკორდი მოიხსნება და ქვეყანა ტურიზმიდან თითქმის 10%-ით მეტ შემოსავალს - 4,5 მლრდ დოლარს მიიღებს.
2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.
2023 წელს ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 938,4 მლნ დოლარი, 4,7%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით.
გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა რუსმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 938,4 მილიონი აშშ დოლარი - 4,7%-ით მეტი 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2023 წელს უცხოელები საქართველოს ეწვივნენ 7,1 მილიონჯერ, რაც 30,3%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო - 1,2 მილიონი, რაც ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობის 23,2%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0