https://sputnik-georgia.com/20240708/gvelesiani-cdiloben-pexburtelebi-politikashi-chaitrion-288910472.html
საქართველოს ნაკრების მცველი: ცდილობენ ფეხბურთელები პოლიტიკაში ჩაითრიონ
საქართველოს ნაკრების მცველი: ცდილობენ ფეხბურთელები პოლიტიკაში ჩაითრიონ
Sputnik საქართველო
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ივანიშვილს პრემიისთვის მადლობა გადაუხადეს, რასაც მათი მისამართით კრიტიკა მოჰყვა 08.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-08T18:13+0400
2024-07-08T18:13+0400
2024-07-08T18:13+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1c/288679260_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_21c3092636bb57b28caf9d703c54d286.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ქართველი ფეხბურთელების ნებისმიერ განცხადებას პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება და ცდილობენ მოთამაშეების პოლიტიკაში ჩართვას, განაცხადა საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი გველესიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლისთვის მიღებული 30 მილიონი ლარის ოდენობის პრიზისთვის მადლობა გადაუხადეს, რაც ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ნაკრების წევრების მწვავე კრიტიკის საბაბი გახდა.ფეხბურთელის აზრით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს არავინ ავალდებულებდა მოთამაშეებისთვის პრემიის გადაცემას, მაგრამ რადგან ეს გააკეთა, იგი მათ მადლიერებას იმსახურებს.მისი თქმით, პრემია ფეხბურთში მიღებული პრაქტიკაა.„დაფასება ყველა ადამიანს სჭირდება როგორც ჯილდოთი, ისე ფინანსურად. გასაგებია, რომ ჩვენ გასამრჯელოს ვიღებთ გაწეულ შრომაში, მაგრამ ფეხბურთში პრემიები მიღებული პრაქტიკაა. ბიძინა ივანიშვილს არავინ ავალდებულებდა ჩვენს დაფინანსებას, მაგრამ რადგან გადადგა ეს ნაბიჯი, ჩვენ ამას მადლიერებით ვეკიდებით“, -აღნიშნა გველესიანმა.საქართველოს ნაკრების მეორე მცველის ლუკა ლოჩოშვილის თქმით, ძალიან დიდი სტიმულია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, როდესაც თავის ქვეყანაში აფასებენ.ლოჩოშვილმა ასევე დაიცვა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც საჯაროდ პირველმა გადაუხადა ივანიშვილს მადლობა, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა.„კრემონეზეს" მცველის თქმით, მთელმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ის ისტორიული შედეგი, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით, შემდეგ კი ტურნირის 1/8-ში მიაღწია და ერთად განვითარდეს.„უფრო ბედნიერი უნდა იყოს ის თაობა, რომელიც თამაშს ახლა იწყებს“, - განაცხადა ლოჩოშვილმა.ფეხბურთელები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ივანიშვილს 30 მილიონისთვის, გააკრიტიკეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებმა. ყველაზე ხისტი იყვნენ მასშტაბური საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები, მაგალითად, მწერალი ლაშა ბუღაძე.მისი თქმით, ივანიშვილი „ვაჭრობს საქართველოს მომავალით“ და ამისათვის იყენებს ფეხბურთელების წარმატებას და საზოგადოებაში მათ ავტორიტეტს.ივანიშვილის მიერ დაარსებულმა ფონდმა „ქართუმ“ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ თუ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფიდან გავიდოდა, ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი 30 მილიონი ლარის პრემიას მიიღებდნენ. საქართველომ ამ მასშტაბის ტურნირში ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა.პრემიის გადაცემის შესახებ ცნობილი ნაკრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გახდა.საქართველო ევრო 2024-ზესაქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) მოიპოვა.გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის 1/8-ში გასვლა შეძლო. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა დააგროვა: პორტუგალიას მოუგო (2:0), ჩეხეთთან ფრედ (1:1) და სადებიუტო მატჩში თურქეთთან დამარცხდა (1:3).1/8 ევროში საქართველო ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან - ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა (1:4).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1c/288679260_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_99f05fa8c5a72436808d8b26219d3e83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები, ბიძინა ივანიშვილი
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები, ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ნაკრების მცველი: ცდილობენ ფეხბურთელები პოლიტიკაში ჩაითრიონ
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ივანიშვილს პრემიისთვის მადლობა გადაუხადეს, რასაც მათი მისამართით კრიტიკა მოჰყვა
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ქართველი ფეხბურთელების ნებისმიერ განცხადებას პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება და ცდილობენ მოთამაშეების პოლიტიკაში ჩართვას, განაცხადა საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი გველესიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლისთვის მიღებული 30 მილიონი ლარის ოდენობის პრიზისთვის მადლობა გადაუხადეს, რაც ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ნაკრების წევრების მწვავე კრიტიკის საბაბი გახდა.
„ხშირად ვამჩნევ, რომ ჩვენს ნებისმიერ განცხადებას გარკვეულწილად პოლიტიკურ სარჩულს ადებენ და ცდილობენ ფეხბურთელები პოლიტიკაში ჩაითრიონ, თუმცა, ჩვენ გვინდა ამ პოლიტიკის მიღმა ვაკეთოთ ჩვენი საკეთებელი და ამაში ხელი არავინ უნდა შეგვიშალოს", - განაცხადა გველესიანმა.
ფეხბურთელის აზრით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს არავინ ავალდებულებდა მოთამაშეებისთვის პრემიის გადაცემას, მაგრამ რადგან ეს გააკეთა, იგი მათ მადლიერებას იმსახურებს.
მისი თქმით, პრემია ფეხბურთში მიღებული პრაქტიკაა.
„დაფასება ყველა ადამიანს სჭირდება როგორც ჯილდოთი, ისე ფინანსურად. გასაგებია, რომ ჩვენ გასამრჯელოს ვიღებთ გაწეულ შრომაში, მაგრამ ფეხბურთში პრემიები მიღებული პრაქტიკაა. ბიძინა ივანიშვილს არავინ ავალდებულებდა ჩვენს დაფინანსებას, მაგრამ რადგან გადადგა ეს ნაბიჯი, ჩვენ ამას მადლიერებით ვეკიდებით“, -აღნიშნა გველესიანმა.
საქართველოს ნაკრების მეორე მცველის ლუკა ლოჩოშვილის თქმით, ძალიან დიდი სტიმულია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, როდესაც თავის ქვეყანაში აფასებენ.
ლოჩოშვილმა ასევე დაიცვა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც საჯაროდ პირველმა გადაუხადა ივანიშვილს მადლობა, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა.
„ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც შენს ქვეყანაში გაფასებენ - იყო ღირსების ორდენი, იყო ფინანსური ბონუსი, რაც საქართველოს ნაკრებს გაგვიკეთეს. მოტივაცია არის, წახალისება არის. იგი ჩვენი კაპიტანია და ყველა ფეხბურთელის სახელით მან მადლობა გამოხატა. რა თქმა უნდა, გუნდში ყველა მადლობელია“, - განაცხადა ლოჩოშვილმა.
„კრემონეზეს" მცველის თქმით, მთელმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ის ისტორიული შედეგი, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით, შემდეგ კი ტურნირის 1/8-ში მიაღწია და ერთად განვითარდეს.
„უფრო ბედნიერი უნდა იყოს ის თაობა, რომელიც თამაშს ახლა იწყებს“, - განაცხადა ლოჩოშვილმა.
ფეხბურთელები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ივანიშვილს 30 მილიონისთვის, გააკრიტიკეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებმა. ყველაზე ხისტი იყვნენ მასშტაბური საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები, მაგალითად, მწერალი ლაშა ბუღაძე.
მისი თქმით, ივანიშვილი „ვაჭრობს საქართველოს მომავალით“ და ამისათვის იყენებს ფეხბურთელების წარმატებას და საზოგადოებაში მათ ავტორიტეტს.
ივანიშვილის მიერ დაარსებულმა ფონდმა „ქართუმ“ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ თუ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფიდან გავიდოდა, ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი 30 მილიონი ლარის პრემიას მიიღებდნენ. საქართველომ ამ მასშტაბის ტურნირში ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა.
პრემიის გადაცემის შესახებ ცნობილი ნაკრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გახდა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) მოიპოვა.
გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის 1/8-ში გასვლა შეძლო. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა დააგროვა: პორტუგალიას მოუგო (2:0), ჩეხეთთან ფრედ (1:1) და სადებიუტო მატჩში თურქეთთან დამარცხდა (1:3).
1/8 ევროში საქართველო ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან - ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა (1:4).