"ნია - ჩემი სიყვარული“. როგორ აშენებდნენ ქართველი რომანტიკოსები ბამ-ს

© photo: Sputnik / Dadvadze
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2024
გამოწერა
მირანდა ოგანეზოვა
ბაიკალ-ამურის მაგისტრალი სსრკ-ის მეგაპროექტია, რომელშიც ქართველი რომანტიკოსებიც მონაწილეობდნენ. მათ ციმბირში, ტაიგის შუაგულში ააგეს ულამაზესი სოფელი ნია-გრუზინსკაია.
მშენებლობას ხელმძღვანელობდა მძლეოსნობაში სსრკ სპორტის ყველაზე ახალგაზრდა ოსტატის, სსრკ ჩემპიონის, მსოფლიო რეკორდსმენის, ოლიმპიური მედალოსნის, ნადეჟდა ხნიკინას ქმარი, ანზორ დვალიშვილი, რომელმაც ბამ-ზე ქართველების მთელი თაობა აღზარდა.

მათ შეუყვარდათ ციმბირი

მე-20 საუკუნის უნიკალური და ერთ-ერთი უდიდესი მაგისტრალის მშენებლობის ძირითადი ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იყო ჩაფიქრებული, 1974-1984 წლებში განხორციელდა, როდესაც ურთულეს პირობებში 4000 კმ-ზე მეტი ლიანდაგი დაიგო. ბევრი ახალგაზრდა მშენებლობაზე გიტარითა და აკორდეონით მიემგზავრებოდა, არც კი ეჭვობდნენ, რომ ბამ-ი, რომლის უმეტესი ნაწილი მუდმივი ყინვის ზონაში მდებარეობდა, მათთვის გამბედაობისა და ცხოვრების მკაცრი სკოლა გახდებოდა.
 დაბა ნია - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2024
„მე ვნახე საქართველო ბამ-ზე" - ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მშენებლობის 50 წლისთავი
სხვათა შორის, ციმბირში ჩასული ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა ქართველი იოსებ ჯუღაშვილი იყო - თუმცა ეს ჯერ კიდევ 1913 წელს მოხდა, როდესაც ის იენიესის გუბერნიაში, ტურუხანის მხარეში გადაასახლეს.
1975 წლის მარტში, ბამ-ზე, მომავალი ნიას სადგურის ადგილზე (თავდაპირველად ნია-გრუზინსკაია), ირკუტსკის ოლქში 70 კაციანი ქართული დესანტი ჩავიდა. დასახლების მშენებლობას, რომელიც მოიცავდა შვიდ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, სკოლას, საბავშვო ბაღს, საზოგადოებრივ სავაჭრო ცენტრს, რკინიგზის სადგურსა და საქვაბეს, ცნობილი მშენებელი ანზორ დვალიშვილი ედგა. მან ჯერ არ იცოდა, რომ ციმბირში ათ წელზე მეტ ხანს მოუწევდა ცხოვრება. მოგვიანებით ის იხსენებდა, რომ მაშინ საქართველოში ბევრი ცდილობდა მშენებლობაზე წასვლას და თუ უარს ეუბნებოდნენ, საჩივრებსაც კი წერდნენ.
„აქ ჩვენ ყინვაგამძლე ქართველებს და ქართველ ციმბირელებს გვეძახიან. არის შემთხვევები, როცა ჩვენი ახალგაზრდები შვებულებაში მიდიან და ვადის ამოწურვას არ ელოდებიან, ისე ბრუნდებიან უკან. არ ვიცი, რა შეიძლება დავარქვა ამას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ შეუყვარდათ ციმბირი. აქ ადამიანის ხასიათი იწვრთნება, ახალგაზრდები ბევრად უფრო სწრაფად და საიმედოდ ვითარდებიან. სამწუხაროა, რომ აქ ყველას ვერ ჩამოვიყვანთ, ბევრია ვისაც უნდა, მაგრამ ყველას ვერ მივიღებთ“, - ამბობს დოკუმენტურ ფილმში ანზორ დვალიშვილი, რომლისთვისაც სოფელი ნია განსაკუთრებული ადგილი გახდა.
© courtesy of Dvalishvili familyიშვიათი ფოტო: ანზორ დვალიშვილი ვარჯიშისას
Редкое фото. Анзор Двалишвили во время тренировки в Ния Грузинской. - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2024
იშვიათი ფოტო: ანზორ დვალიშვილი ვარჯიშისას. არქივის ფოტო
„ნია ჩემი სიყვარულია. გაუვალ ტაიგაში პირველი ხე მოვჭერით, პირველი კარავი გავშალეთ, პირველი სახლი და ახლა აქ უკვე პატარა ქალაქი ამოიზარდა... ჩემს ცხოვრებაში ნიას მსგავსი არაფერი ყოფილა. მე პირადად მივიღე დიდი ცხოვრებისეული სკოლა. ვფიქრობ, ასეთი გრძნობა ჰქონდა ყველას, ვინც აშენებდა და ამშვენებდა ჩვენს დაბას: სადგურს, საცხოვრებელ კორპუსებს, სავაჭრო ცენტრს, საბავშვო ბაღსა და სკოლას. ჩვენთვის ნია ყველაზე ლამაზი სოფელია დედამიწაზე. ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რომ ნიას მშენებლობისთის მინისტრთა საბჭოს პრემია მივიღეთ“, - ამბობდა დვალიშვილი.
ქართველების თავდაუზოგავი, გმირული ღვაწლის წყალობით, დაბა 1981 წლის 23 თებერვალს ჩაბარდა და იმავე წელს ბამ-ის მაგისტრალის გასწვრივ არსებულ სოფლებს შორის ყველაზე ლამაზად, მყუდროდ და სუფთად აღიარეს.
ნიას ტერიტორია მდებარეობს ირკუტსკის ოლქის ცენტრალურ ნაწილში, უსტ-კუტსკის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ამავე სახელწოდების მდინარის მარცხენა სანაპიროზე. დღეს ნიას დაახლოებით ათასი მოსახლე ჰყავს. ანზორ დვალიშვილის ქალიშვილმა ნინომ „Sputnik საქართველოს“ უამბო, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.
© courtesy of Dvalishvili familyპატარა ნინო დვალიშვილი დაბა ნიაში, 1975 წელი
Нино Двалишвили. Детство в посёлке Ния Грузинская, 1975 год - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2024
პატარა ნინო დვალიშვილი დაბა ნიაში, 1975 წელი. არქივის ფოტო
„მამა მთავარი ინჟინერი იყო. როდესაც ბამ-ზე აქტიური მუშაობა დაიწყო, ჩვენ ბიჭვინთაში ვიყავით, სადაც მამა მუშაობდა. ერთ დღეს, როცა ტელევიზორში ახალ ამბებს უსმენდა, მამამ დედას უთხრა: ნადია, იცი, მე ალბათ ბამ-ზე გამზავნიანო. დედას ეს არ გახარებია... გაცილება გრანდიოზული და საზეიმო იყო. ქართული გაზეთები ამ მოვლენის შესახებ ბევრს წერდნენ. ამ დროისთვის მდინარე ლენაზე თოვლმა დნობა დაიწყო და ყინული იშლებოდა. მძიმე ტექნიკის მეორე მხარეს გადასატანად ააგეს ესტაკადა შპალებისგან. მეორე დღეს ტექნიკა და ხალხი მეორე მხარეს იყო, საღამოს კი ყინული გადნა. თავდაპირველად, დანარჩენ სამყაროსთან დასაკავშირებლად ვერტმფრენის მოედნის აშენება გადაწყდა. კარვებში ვცხოვრობდით. შემდეგ აშენდა ხის საერთო საცხოვრებლები და კოტეჯები. დაამონტაჟეს ორთქლის გათბობა. მამამ მშრალი კანონი დააწესა. მხოლოდ დღესასწაულებზე უწერდა მუშებს შამპანურს და ღვინოს“, - ამბობს ნინო დვალიშვილი.
ქართული ბრიგადის მეთაურის ოჯახს ძალიან უყვარდა ცხოველები. ერთხელ ახალშობილი ლოსი გადაარჩინეს, რომელიც მოგვიანებით დაიღუპა. პატარა ნინო დიდხანს ტიროდა, რადგან თავისი ხელით კვებავდა ლოსს, რომელიც ძალიან მიეჩვია ოჯახს და მათთვის ნამდვილი მეგობარი გახდა.
© courtesy of Dvalishvili familyნინო დვალიშვილი გადარჩენილ ლოსთან ერთად, 1977 წელი
Ния Двалишвили и спасённый лось. 1977 - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2024
ნინო დვალიშვილი გადარჩენილ ლოსთან ერთად, 1977 წელი. არქივის ფოტო
„ჩვენთან ცხოვრობდა ძაღლი, რომელსაც ნია დავარქვით. მამახომ სოფელ ნიას აშენებდა, ეს კი ძველი ქართული სახელია და ძალიან სიმბოლური იყო. 1978 წელს, ჩემს დაბადების დღეზე ითქვა, რომ ნია გრუზინსკაია უკვე სოფლის ოფიციალური სახელია. მამამ სპორტდარბაზის გახსნა, სადაც გამუდმებით იმართებოდა ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის შეჯიბრებები“.
ბამ-ზე ქართული სოფლის პროექტის ავტორები იყვნენ ვალერი ბახტაძე და ცნობილი მოჭადრაკის, ნანა ალექსანდრიას ქმარი ლევან ბოკერია. ისე მოხდა, რომ ყველაზე ცნობილი ქართველები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ციმბირს დაუკავშირეს, სპორტსმენები იყვნენ. მაგალითად, იმ დროისთვის კრასნოიარსკის მხარეში ცხოვრობდა კრასნოიარსკის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი, თბილისელი დიმიტრი მინდიაშვილი, რომელმაც ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატების რამდენიმე ჩემპიონი აღზარდა.
თავად ანზორ დვალიშვილიც აქტიურად იყო დაკავებული სპორტით - საქართველოს ჩემპიონიც კი იყო მძლეოსნობაში.
© photo: Sputnik / Анатолий ГаранинXV ოლიმპიადა (1952 წელი) ჰელსინკიში. ნინა ხნიკინა (მარცხნიდან პირველი) - ბრინჯაოს პრიზიორი
XV Летние Олимпийские игры (19 июля - 3 августа 1952) в Хельсинки (Финляндия). Советская бегунья Надежда Хныкина (слева), бронзовый призер Олимпиады. - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2024
XV ოლიმპიადა (1952 წელი) ჰელსინკიში. ნინა ხნიკინა (მარცხნიდან პირველი) - ბრინჯაოს პრიზიორი
ხოლო მისი სახელგანთქმული მეუღლე - სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ ჩემპიონი 1951 და 1953 წლებში, ორგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი მძლეოსნობაში ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილი, რომელიც მაშინვე გაჰყვა ქმარს ბამ-ზე პატარა ქალიშვილ ნინოსთან ერთად, ქართული სკოლის პირველი დირექტორიგახდა ციმბირში. 1977 წლიდან 1981 წლამდე ის დირექტორის თანამდებობას ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად მუშაობას უთავსებდა.
ნინო დვალიშვილმა მოგვიყვა ისტორია, თუ როგორ გაიხსნა ქართული სკოლა ციმბირში.
„იცით, როგორ გახდა დედაჩემი სკოლის დირექტორი? მე და დედა ნიაში 1975 წელს, შემოდგომის არდადეგების დროს ჩავედით და გადავწყვიტეთ, რომ მასთან დავრჩენილიყავით. მალე სწავლა განახლდა, ​​მაგრამ სკოლა შორს იყო. ჩემთან ერთად კიდევ სამი მოსწავლე იყო, რომლებიც 100 კილომეტრის დაშორებით სწავლობდნენ სკოლა-ინტერნატში. იმ დროისთვის ნიაში სხვებთანაც ჩამოვიდნენ ოჯახის წევრები, მათ შორის, ბავშვებიც. სკოლაკი არ იყო. დედამ კაბინეტიდან კაბინეტში სირბილი დაიწყო და სკოლა გამოითხოვა. პირველი სკოლა 1976 წლის 26 იანვარს გაიხსნა. შემორჩენილია ფოტოც. თავიდან კლუბში განვთავსდით, მაგრამ მერე დიდებული სკოლააშენდა, რომლის მსგავსი საქართველოშიც არ მინახავს. მერე პრაქტიკა რამდენიმე სკოლაში გავიარე, ჩემი შვილებიც სწავლობდნენ, ნიას სკოლას არაფერი შეედრება. დაახლოებით 35 მოსწავლე იყო. საქართველოს განათლების მინისტრის სახელით თბილისიდან გამოგვიგზავნეს მერხები და ყველა საჭირო აღჭურვილობა. საკლასო ოთახებში იყო ყველაფერი, მიკროსკოპიდან დაწყებული ყვავილებით დამთავრებული. თბილისში მსგავსი არაფერი მინახავს. 1978 წელს ვიღაცამ ცეცხლი წაუკიდა ამ სკოლას და ახლის გახსნაგახდა საჭირო“.
© courtesy of Dvalishvili familyნიას სკოლის მოსწავლეები
В школе, Ния Грузинская - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2024
ნიას სკოლის მოსწავლეები. არქივის ფოტო
ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილს შეეძლო თბილისში დარჩენილიყო და შვილთან ერთად კომფორტულ პირობებში ეცხოვრა, მომავალზე ეზრუნა, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა. წლების შემდეგ, თბილისში დაბრუნებულს, სამსახურის შოვნა გაუჭირდა. უცნაურია, მაგრამ მის დასაქმებას რატომღაც დაბრკოლებები შეექმნა. სამწუხაროდ, როდესაც 90-იან წლებში ნადეჟდა პავლოვნას მხედველობის გაუარესება დაეწყო, არავინ გამოჩნდა, ვინც მხარს დაუჭერდა და დახმარებას გაუწევდა.
მისმა ქალიშვილმა ნინო დვალიშვილმა მადლობა გადაუხადა „Sputnik საქართველოს“ ბამ-ის მშენებლობის გახსენებისთის: დიდი მადლობა, ამდენი წლის განმავლობაში ბამ-ი არავის გახსენებიაო.
„როდესაც ნიაში ჟურნალისტები ჩამოდიოდნენ, უკვირდათ, რომ ასეთი ცნობილი სპორტსმენი ციმბირში მუშაობდა, რადგან მას შეეძლო მაღალი თანამდებობადაეკავებინა. მაგრამ ჩემს მშობლებს ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ დედაჩემს არ შეეძლო მამაჩემიმარტო მიეტოვებინა. ჩვენ ყველა მშენებლობაზე მის გვერდით ვიყავით - ბიჭვინთაშიც და თეირანშიც... ბამ-ზე მშენებლობის ბოლო თვეებში, ისე როგორც დასაწყისში, მამა მარტო ცხოვრობდა ციმბირში, მერე კი ისიც დაბრუნდა თბილისში, რადგან საქართველოში მონოლითური მშენებლობის ორგანიზებადაევალა“, - იხსენებს ნინო დვალიშვილი.
ნადეჟდა პავლოვნა ახლა 91 წლისაა და მხედველობა მთლიანად დაკარგული აქვს. მედიის წარმომადგენლებთან არ ურთიერთობს.
„იცით, მედლებს შევეხე და გავიფიქრე, რომ სპორტში გასული წლების გამარჯვებების გახსენება მომიწევდა, მაშინვე ცრემლები წამომივიდა. ამიტომ ჯობს, თავი შევიკავო ინტერვიუებისგან“, - მითხრა მანამდე ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილმა.
© photo: Sputnik / Piotr Malinovskiyბამ-ის მშენებლები
Строительство участка Байкало-Амурской магистрали от поселка Звездный до поселка Ния-Грузинская (ныне Ния) в Иркутской области - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2024
ბამ-ის მშენებლები . არქივის ფოტო
მან 8 წელი იცხოვრა ციმბირში, შემდეგ კი ქალიშვილთან ერთად თბილისში დაბრუნდა, რადგან ნინო გაიზარდა და მშობლიური ქალაქის უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა.
„მე ძალიან მომეწონა ბამ-ზე. პირველი შთაბეჭდილებები ძალიან კარგი იყო, ყველას ვუყვარდი, კარგად გვეპყრობოდნენ. ყველაფერი უჩვეულო იყო, ტყე, ტაიგა, ცივი მდინარე ნია. ყველაფერი მომწონდა. ციმბირში ცხოვრების ბოლო წლებში თბილისში დაბრუნება მინდოდა, ბებიები და ბაბუები, ჩემი უფროსი და მენატრებოდნენ. ციმბირიდან დაბრუნების შემდეგ მალევე შევიტყვეთ, რომ მამა მძიმედ იყო ავად. მან ძალისნ დიდი ძალა შეალია ბამ-ს. სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა“, - ამბობს ნინო.
ჯერ კიდევ ციმბირში ყოფნისას ანზორ დვალიშვილმა თქვა: ჩემი მიზანია, ისე ვიცხოვრო, რომ ჩემმა შვილებმა, ჩემმა შთამომავლებმა თქვან, რომ კარგი მამა, კარგი ბაბუა ჰყავდათო...
შვილები და შვილიშვილები პატივს სცემენ მის ხსოვნას და იციან ბამ-ის ისტორია, რომელშიც დვალიშვილების წყვილმა საკუთარი სახელები ჩაწერა. ნინოს ძალიან სურს, ერთხელ მაინც დაბრუნდეს ნიაში, აჩვენოს შვილებს ის ადგილები, სადაც მან და მისმა მშობლებმა გაატარეს ბავშვობის საუკეთესო წლები.
ყველა ახალი ამბავი
0