https://sputnik-georgia.com/20240708/axali-kontraqtit-ramdens-gamoimushavebs-kvaracxelia-napolishi-288900597.html
ახალი კონტრაქტის პირობებში რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია „ნაპოლიში"?
ახალი კონტრაქტის პირობებში რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია „ნაპოლიში"?
Sputnik საქართველო
ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 80 მლნ ევროა. 08.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-08T11:54+0400
2024-07-08T11:54+0400
2024-07-08T11:54+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0a/287251762_0:0:2382:1341_1920x0_80_0_0_2013d983f410fb32ca7a7e093cd60c01.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. „ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა შესთავაზა, რომელიც პრემიების გათვალისწინებით 7 მილიონ ევროს უახლოვდება, იუწყება Corriere dello Sport.გასულ სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო ტურში „ფიორენტინასთან" მისი გოლი მაისის საუკეთესო გოლად აღიარეს, კვარახელია კი სეზონის განმავლობაში ორჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.ფეხბურთელის აგენტის მამუკა ჯუღელის თხოვნით, კონტრაქტში ფეხბურთელის გათავისუფლების შესახებ პუნქტის ჩამატების შესაძლებლობა განიხილება.სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, რამაც მას საშუალება მისცა გამხდარიყო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.იტალიურ პრესა აქტიურად საუბრობს ახალი სეზონიდან კვარაცხელიას ფრანგულ კლუბ „პსჟ"-ში გადასვლის თაობაზე. ქართველი ლეგიონერის გარდა ნეაპოლელები დიდი ალბათობით კლუბის ბომბარდირ ვიქტორ ოსიმენსაც დაემშვიდობებიან.კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან" გადავიდა. ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 80 მლნ ევროა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0a/287251762_194:0:2311:1588_1920x0_80_0_0_8c1fbc3217a64323db9b63d093c34a63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ახალი კონტრაქტის პირობებში რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია „ნაპოლიში"?
ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 80 მლნ ევროა.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. „ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა შესთავაზა, რომელიც პრემიების გათვალისწინებით 7 მილიონ ევროს უახლოვდება, იუწყება Corriere dello Sport.
გასულ სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო ტურში „ფიორენტინასთან" მისი გოლი მაისის საუკეთესო გოლად აღიარეს, კვარახელია კი სეზონის განმავლობაში ორჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
„ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან" ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. ამჟამად იგი 1,8 მილიონს გამოიმუშავებს. დე ლაურენტისი მას სთავაზობს ხუთ მილიონს და ბონუსების გათვალისწინებით, ეს თანხა დაახლოებით 7 მილიონი იქნება“, - წერს გამოცემა.
ფეხბურთელის აგენტის მამუკა ჯუღელის თხოვნით, კონტრაქტში ფეხბურთელის გათავისუფლების შესახებ პუნქტის ჩამატების შესაძლებლობა განიხილება.
სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, რამაც მას საშუალება მისცა გამხდარიყო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.
იტალიურ პრესა აქტიურად საუბრობს ახალი სეზონიდან კვარაცხელიას ფრანგულ კლუბ „პსჟ"-ში გადასვლის თაობაზე. ქართველი ლეგიონერის გარდა ნეაპოლელები დიდი ალბათობით კლუბის ბომბარდირ ვიქტორ ოსიმენსაც დაემშვიდობებიან.
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან" გადავიდა. ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 80 მლნ ევროა.