https://sputnik-georgia.com/20240707/saqartvelo-2026-wlis-msoplio-chempionatis-sagzuristvis-brzolashi-seqtembershi-chaertveba-288898299.html
საქართველო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას სექტემბერში იწყებს
საქართველო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას სექტემბერში იწყებს
Sputnik საქართველო
7 სექტემბერს ჩეხეთის ნაკრებთან მატჩი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება 07.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-07T20:17+0400
2024-07-07T20:17+0400
2024-07-07T20:17+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1e/288723370_0:156:2989:1837_1920x0_80_0_0_dced34e3853d51cf76f0053e5ba7e031.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის ბრძოლას საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს 2024/2025 წლების უეფას ერთა ლიგის სეზონს ჩეხეთთან მატჩით დაიწყებს - ჩემპიონატი სამ ქვეყანაში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება.2022/2024 წლების უეფას ერთა ლიგის C ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, საქართველო B1 დივიზიონში გამოსვლას აგრძელებს. ქართველ ფეხბურთელებს მუნდიალის საგზურისთვის უკრაინის, ჩეხეთისა და ალბანეთის ნაკრებებთან მოუწევთ ბრძოლა.B ჯგუფის გამარჯვებულები A დივიზიონში გადავლენ, ხოლო ბოლო ადგილზე გასული გუნდები კი C დივიზიონში ჩამოქვეითდებიან. B დივიზიონის მესამე ადგილის მქონე ჯგუფები B დივიზიონში დარჩენის უფლებისთვის პლეი-ოფში C დივიზიონის მეორე ადგილზე გასულებს დაუპირისპირდებიან.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც გაიმართება 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით პერიოდში.რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტრადიციულ წილისყრას, იგი 2024 წლის დეკემბერში გაიმართება. ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა განსაზღვრავს მის ადგილს გუნდების საერთო რეიტინგში. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტია გათამაშების შედეგების მიხედვით სუსტ მოწინააღმდეგეებში მოხვედრის შანსი.2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.თავდაპირველად, როგორც ყოველთვის, ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 32 გუნდს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ 2017 წლის 10 იანვარს ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მონაწილეთა რაოდენობის 48-მდე გაზრდის თაობაზე განცხადება გააკეთა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1e/288723370_166:0:2823:1993_1920x0_80_0_0_f8f36987b5064d52ce06fdf6c7ea79f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას სექტემბერში იწყებს
7 სექტემბერს ჩეხეთის ნაკრებთან მატჩი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის ბრძოლას საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს 2024/2025 წლების უეფას ერთა ლიგის სეზონს ჩეხეთთან მატჩით დაიწყებს - ჩემპიონატი სამ ქვეყანაში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება.
2022/2024 წლების უეფას ერთა ლიგის C ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, საქართველო B1 დივიზიონში გამოსვლას აგრძელებს. ქართველ ფეხბურთელებს მუნდიალის საგზურისთვის უკრაინის, ჩეხეთისა და ალბანეთის ნაკრებებთან მოუწევთ ბრძოლა.
B ჯგუფის გამარჯვებულები A დივიზიონში გადავლენ, ხოლო ბოლო ადგილზე გასული გუნდები კი C დივიზიონში ჩამოქვეითდებიან. B დივიზიონის მესამე ადგილის მქონე ჯგუფები B დივიზიონში დარჩენის უფლებისთვის პლეი-ოფში C დივიზიონის მეორე ადგილზე გასულებს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
7 სექტემბერი – საქართველო – ჩეხეთი,
10 სექტემბერი – ალბანეთი – საქართველო,
11 ოქტომბერი – უკრაინა – საქართველო,
14 ოქტომბერი – საქართველო – ალბანეთი,
16 ნოემბერი – საქართველო – უკრაინა,
19 ნოემბერი – ჩეხეთი – საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც გაიმართება 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით პერიოდში.
რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტრადიციულ წილისყრას, იგი 2024 წლის დეკემბერში გაიმართება. ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა განსაზღვრავს მის ადგილს გუნდების საერთო რეიტინგში. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტია გათამაშების შედეგების მიხედვით სუსტ მოწინააღმდეგეებში მოხვედრის შანსი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
თავდაპირველად, როგორც ყოველთვის, ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 32 გუნდს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ 2017 წლის 10 იანვარს ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მონაწილეთა რაოდენობის 48-მდე გაზრდის თაობაზე განცხადება გააკეთა.