https://sputnik-georgia.com/20240706/ramdenit-sheicvala-sagareo-valis-moculoba-288883055.html
რამდენით შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა? ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
რამდენით შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა? ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2024 წლის პირველ კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი 66,5 მილიონი დოლარით გაიზარდა 06.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-06T13:55+0400
2024-07-06T13:55+0400
2024-07-06T13:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b539a5c2478219e928998c232298faab.jpg
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით 24,5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 78,7%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.2024 წლის პირველ კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 66,5 მილიონი დოლარით, მათ შორის მაჩვენებელი 275,8 მილიონი დოლარით გაიზარდა ოპერაციული ცვლილებების ხარჯზე, 239,8 მილიონი დოლარით - გაცვლითი კურსის ცვლილების გამო, 1,2 მილიონი დოლარით ფასების ცვლილების გამო და 29,3 მილიონი დოლარით სხვა ცვლილებების გამო.საერთო მოცულობიდან 11,1 მილიარდი დოლარი სახელმწიფო ვალზე მოდის (მშპ-ის 35,5%), საიდანაც 8,5 მილიარდი დოლარი მთავრობის ვალია, 861,3 მილიონი დოლარი - ეროვნული ბანკის ვალდებულებები, 459,6 მილიონი დოლარი და 1,2 მილიარდი დოლარი – სახელმწიფო საწარმოების ვალი ობლიგაციებსა და სესხებზე.საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალმა 7,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, კერძო საწარმოების - 4,7 მილიარდი დოლარი, კომპანიებს შორის - 3 მილიარდი დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 88,8% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.2024 წლის 31 მარტის მდგომარებით საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 12,7 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 40,7%) შეადგინა, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი კი 6,3 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 20,1%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_d00b0a95986ae2f663dfdfc12c2ea64e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
რამდენით შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა? ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
2024 წლის პირველ კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი 66,5 მილიონი დოლარით გაიზარდა
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით 24,5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 78,7%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2024 წლის პირველ კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 66,5 მილიონი დოლარით, მათ შორის მაჩვენებელი 275,8 მილიონი დოლარით გაიზარდა ოპერაციული ცვლილებების ხარჯზე, 239,8 მილიონი დოლარით - გაცვლითი კურსის ცვლილების გამო, 1,2 მილიონი დოლარით ფასების ცვლილების გამო და 29,3 მილიონი დოლარით სხვა ცვლილებების გამო.
საერთო მოცულობიდან 11,1 მილიარდი დოლარი სახელმწიფო ვალზე მოდის (მშპ-ის 35,5%), საიდანაც 8,5 მილიარდი დოლარი მთავრობის ვალია, 861,3 მილიონი დოლარი - ეროვნული ბანკის ვალდებულებები, 459,6 მილიონი დოლარი და 1,2 მილიარდი დოლარი – სახელმწიფო საწარმოების ვალი ობლიგაციებსა და სესხებზე.
საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალმა 7,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, კერძო საწარმოების - 4,7 მილიარდი დოლარი, კომპანიებს შორის - 3 მილიარდი დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 88,8% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2024 წლის 31 მარტის მდგომარებით საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 12,7 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 40,7%) შეადგინა, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი კი 6,3 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 20,1%).