https://sputnik-georgia.com/20240705/uaqcizo-sigarettan-brzola-ivnisis-monacemebi-288842069.html
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ივნისის მონაცემები
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ივნისის მონაცემები
Sputnik საქართველო
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად2019 წლის შემდეგ იქცა. 05.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-05T14:11+0400
2024-07-05T14:11+0400
2024-07-05T14:11+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0b/272104670_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_f6f6f85f978f79c9a6f48570453c515a.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ივნისში ქვეყნის მასშტაბით მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინეს.უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებული პირებისგან მთლიანობაში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 29.918 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 155 ათას ლარს აღემატება.საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, მათგან დაკავებულია 10 პირი.მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0b/272104670_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_701d522783af460bb4e89b6782f0c567.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ივნისის მონაცემები
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად2019 წლის შემდეგ იქცა.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ივნისში ქვეყნის მასშტაბით მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებული პირებისგან მთლიანობაში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 29.918 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 155 ათას ლარს აღემატება.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, მათგან დაკავებულია 10 პირი.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.