საქართველოს რაგბის ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა

© Georgian Rugbyრაგბი
რაგბი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2024
გამოწერა
აქართველოს ნაკრები ზაფხულში კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს – 13 ივლისს „ბორჯღალოსნები“ სტუმრად იაპონიის ნაკრებს, 20 ივლისს კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა World Rugby-ის სერიის პირველი ტესტ-მატჩი ბათუმში ფიჯისთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 12:21 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ანგარიშით სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 9:13 დასრულდა. ქართველმა მორაგბეებმა სამი ჯარიმა შეასრულეს, მოწინააღმდეგის გუნდმა კი 2 ლელო დადო და ერთი საჯარიმო განახორციელა.
მეორე ტაიმში კი ქართველმა მორაგბეებმა ერთი საჯარიმო შეასრულეს, მოწინააღმდეგე გუნდმა კი ერთი საჯარიმო შეასრულა და კიდევ ერთი ლელო დადო.
„ბორჯღალოსნები" მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ერთხელ შეძლეს მეტოქის დამარცხება. ერთი შეხვედრა ფრე ანგარიშით, ხუთი კი ფიჯის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს საქართველო და ფიჯი ერთმანეთს 2023 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ და იმ მატჩში გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ – 17:12.
გარდა ამისა, საქართველოს ნაკრები ზაფხულში კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს – 13 ივლისს „ბორჯღალოსნები“ სტუმრად იაპონიის ნაკრებს, 20 ივლისს კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
Test-match - ესაა საერთაშორისო დონის მატჩი ოფიციალური შეჯიბრებების ფარგლებს გარეთ. ამხანაგური თამაშისგან განსხვავებით, ტესტ-მატჩებს World rugby-ს რეიტინგში ითვალისწინებენ.
ყველა ახალი ამბავი
0