https://sputnik-georgia.com/20240705/saqartvelodan-mocvis-eqsporti-izrdeba-288842933.html
საქართველოდან მოცვის ექსპორტი იზრდება
საქართველოდან მოცვის ექსპორტი იზრდება
Sputnik საქართველო
ბოლო წლებში მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალშემოსავლიანი კულტურების მოყვანას. 05.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-05T15:39+0400
2024-07-05T15:39+0400
2024-07-05T15:39+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252365719_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_ddbb4ab5ff4aada41b94e74b188dea2b.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. 2024 წლის 27 ივნისის მდგომარეობით საქართველოდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9%-ით მეტი მოცვის ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი 2019 წელს დაიწყო და ყოველ წელს ორმაგდება როგორც რაოდენობის, ისე თანხის მხრივ.2024 წლის 1-ელი მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 3,7 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, 2,9-ჯერ მეტი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.საანგარიშო პერიოდში საქართველოდან გაიტანეს 22 მლნ დოლარის ღირებულების მოცვი - 2,7-ჯერ მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ბოლო წლებში მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალშემოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენდა იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252365719_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_97b0df90a11ede51b6bd7dae36bfd606.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოდან მოცვის ექსპორტი იზრდება
ბოლო წლებში მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალშემოსავლიანი კულტურების მოყვანას.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. 2024 წლის 27 ივნისის მდგომარეობით საქართველოდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9%-ით მეტი მოცვის ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი 2019 წელს დაიწყო და ყოველ წელს ორმაგდება როგორც რაოდენობის, ისე თანხის მხრივ.
2024 წლის 1-ელი მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 3,7 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, 2,9-ჯერ მეტი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან გაიტანეს 22 მლნ დოლარის ღირებულების მოცვი - 2,7-ჯერ მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ბოლო წლებში მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალშემოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენდა იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.