https://sputnik-georgia.com/20240705/ratom-izrdeba-saqartveloshi-turpaketebis-gakidvebi-288866108.html
რატომ იზრდება საქართველოში ტურპაკეტების გაყიდვები? ქვრივიშვილის განმარტება
რატომ იზრდება საქართველოში ტურპაკეტების გაყიდვები? ქვრივიშვილის განმარტება
Sputnik საქართველო
ქვრივიშვილის თქმით, საავიაციო ინდუსტრიაში დეპარტამენტის სტრატეგიის შედეგებმა დადებითი შეფასება მიიღო. 05.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-05T17:00+0400
2024-07-05T17:00+0400
2024-07-05T17:00+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757675_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_468740677c862f399b8633a6152e8973.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. უცხოური კომპანიებისთვის საქართველოში ტურისტული პაკეტების გაყიდვების ზრდის სტიმული საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი საერთაშორისო ავიახაზების მზარდი რაოდენობის გაჩენაა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქმიანი ტურიზმის ფურმის M&I Tbilisi – 2024-ის შეჯამებისას.საქართველომ მასპინძელი-ქვეყნის სტატისით პირველად უმასპინძლა საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს M&I Tbilisi - 2024. სამი დღის განმავლობაში ტურისტული სერვისების მომწოდებელმა 83-მა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ B2B ფორმატში პოტენციურ დამკვეთებთან 40-მდე შეხვედრა გამართა.ქვრივიშვილის განცხადებით, ასეთი მაღალი რანგის ფორუმის მასპინძლობა ნიშნავს იმას, რომ საქართველო მზად არის მომავალშიც ჩაატაროს ნებისმიერი მაღალი რანგის ფორუმი, რაც გაზრდის როგორც ქვეყნის ტურისტულ ცნობადობას, ისე შემოსავლებს აღნიშნული სექტორიდან.მინისტრის მოადგილის თქმით, საავიაციო ინდუსტრიაში დეპარტამენტის სტრატეგიის შედეგებმა დადებითი შეფასება მიიღო.„უსაფრთხოება, ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა ასევე დადებითად შეფასდა, ისევე როგორც ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლების საქმიანობა”, - განაცხადა ქვრივიშვილმა.M&I ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეწვია ევროპის მრავალი ქვეყნის საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის 63 წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი. უცხოელი სტუმრები ადგილობრივ ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.რაც შეეხება საავიაციო სექტორს, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების სწრაფი აღდგენის დინამიკას, ქვრივიშვილის თქმით, 2023 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 4,1 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელზე 26,2%-ზე მეტია - 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან 44,4 პროცენტით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა.საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i Forum-ის მიერ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757675_49:0:2780:2048_1920x0_80_0_0_d2316003e1a0494e843f5438366b5ffd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რატომ იზრდება საქართველოში ტურპაკეტების გაყიდვები? ქვრივიშვილის განმარტება
ქვრივიშვილის თქმით, საავიაციო ინდუსტრიაში დეპარტამენტის სტრატეგიის შედეგებმა დადებითი შეფასება მიიღო.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. უცხოური კომპანიებისთვის საქართველოში ტურისტული პაკეტების გაყიდვების ზრდის სტიმული საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი საერთაშორისო ავიახაზების მზარდი რაოდენობის გაჩენაა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქმიანი ტურიზმის ფურმის M&I Tbilisi – 2024-ის შეჯამებისას.
საქართველომ მასპინძელი-ქვეყნის სტატისით პირველად უმასპინძლა საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს M&I Tbilisi - 2024. სამი დღის განმავლობაში ტურისტული სერვისების მომწოდებელმა 83-მა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ B2B ფორმატში პოტენციურ დამკვეთებთან 40-მდე შეხვედრა გამართა.
ქვრივიშვილის განცხადებით, ასეთი მაღალი რანგის ფორუმის მასპინძლობა ნიშნავს იმას, რომ საქართველო მზად არის მომავალშიც ჩაატაროს ნებისმიერი მაღალი რანგის ფორუმი, რაც გაზრდის როგორც ქვეყნის ტურისტულ ცნობადობას, ისე შემოსავლებს აღნიშნული სექტორიდან.
„ყველა კომპანიამ აღნიშნა, რომ საქართველო დღეს, როგორც არასდროს, ხასიათდება სწრაფი ზრდის დინამიკით, ისინი ხედავენ, რომ სულ უფრო მეტი ახალი საერთაშორისო ავიაკომომპანია იწყებს ფრენებს საქართველოში, რაც მათთვის უკვე პირდაპირი სტიმულია გაყიდვების გაზრდისთვის. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ პირდაპირი რეისებით გადაიყვანონ ტურისტები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან“, - განაცხადა ქვრივიშვილი.
მინისტრის მოადგილის თქმით, საავიაციო ინდუსტრიაში დეპარტამენტის სტრატეგიის შედეგებმა დადებითი შეფასება მიიღო.
„უსაფრთხოება, ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა ასევე დადებითად შეფასდა, ისევე როგორც ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლების საქმიანობა”, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
M&I ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეწვია ევროპის მრავალი ქვეყნის საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის 63 წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი. უცხოელი სტუმრები ადგილობრივ ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
რაც შეეხება საავიაციო სექტორს, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების სწრაფი აღდგენის დინამიკას, ქვრივიშვილის თქმით, 2023 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 4,1 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელზე 26,2%-ზე მეტია - 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან 44,4 პროცენტით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i Forum-ის მიერ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში.