https://sputnik-georgia.com/20240705/mosazreba-rusetshi-upiloto-sapreni-aparatebis-chamcheri-droni-sheiqmna-288843098.html
მოსაზრება: რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამჭერი დრონი შეიქმნა
მოსაზრება: რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამჭერი დრონი შეიქმნა
Sputnik საქართველო
ჩამჭერი დრონები ხდება პრინციპულად ახალ ტექნოლოგიურ არგუმენტებად და ეფექტიან ინსტრუმენტებად 21-ე საუკუნის „მანქანათა ომში“. 05.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-05T12:23+0400
2024-07-05T12:23+0400
2024-07-05T12:25+0400
ანალიტიკა
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/02/287139359_0:131:3177:1918_1920x0_80_0_0_d930a8f86bce53f3cf1b2d541aeff96a.jpg
რუსული „ანტიკამიკაძის“ გამოჩენა კანონზომიერად გამოიყურება - სპეციალური სამხედრო ოპერაციის საჰაერო სივრცეში მოქმედებს ათასამდე მოწინააღმდეგის სადაზვერვო და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი...სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელიც უპილოტო აპარატებთან გამკლავების ტექნოლოგიებს მიეძღვნა, წარმოდგენილი იყო რუსული დრონების ჩამჭერი „ვოგან -9СП“. აპარატს შეუძლია, ნახევრად ავტომატურ რეჟიმში აღმოაჩინოს, დაეწიოს და გაანადგუროს მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატი. იგი წარმატებით გადის ცდებს საველე პირობებში.ანალოგიური დაცვის სისტემები „დრონები დრონების წინააღმდეგ“ მუშავდება აშშ-ში, ტაივანში და სხვა ქვეყნებში. სავარაუდოდ, არც თუ ისე შორეულ მომავალში ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ანტიკამიკაძე-დრონები შეძლებენ, დამოუკიდებლად აღმოაჩინონ და შეაფასონ საჰაერო სამიზნეები, ოპერატიულად განსაზღვრონ მოწინააღმდეგის აპარატის „ზრახვები“ და გაანადგურონ იგი. საბრძოლო დრონები სწრაფად ვითარდებიან. „მანქანათა ომი“, უდავოდ, მიიღებს ტექნოლოგიურ განვითარებას და გაგრძელებას საბრძოლო გამოყენების ყველა სფეროში - ხმელეთზე, ზღვაზე, კოსმოსში. ინტერესი მათ მიამართ დღითიდღე იზრდება. „ვეგან-9СП“ -ის გამოჩენამ უცხოურ მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.აშშ-ს არმია ზედმეტად ნელა რეაგირებს ახალ საფრთხეებზე და „დაჭერობანას თამაშს განაგრძობს“. ანუ, ტექნოლოგიურად იგი ძალიან ჩამორჩება ქვეყნებს, რომელიც ვაშინგტონმა თავის „მოწინააღმდეგებად“ დანიშნა (რუსეთი და ჩინეთი). ამიტომ პენტაგონი გულდასმით სწავლობს რუსეთის გამოცდილებას და მოწინააღმდეგის დრონებთან ბრძოლის ტექნოლოგიებს.გამოცემა The New York Timesაღნიშნავს, რომ უკრაინული ფრონტი „კაჟის ხეობად იქცა ავტონომიური დრონებისათვის და მკვლელი რობოტებისათვის“. ათეულობით კომპანია ქმნის და სერიულად აწარმოებს დრონებსა და სხვა უპილოტო მანქანებს, რომლებიც იმართება არა ოპერატორის მიერ, არამედ ხელოვნური ინტელექტით. გამოცემის პროგნოზით, ძალიან მალე „თვითმართვადი დრონების რაზმები შეძლებენ თავდასხმის კოორდინირებას, ხოლო კომპიუტერული მხედველობით აღჭურვილი ტყვიამფრქვევები - ჯარისკაცების განადგურებას“. დასავლეთი ძალიან შიშობს, რომ ასეთი მოწყობილობები, შეიძლება, ტერორისტებსაც გაუჩნდეს... ისტორიის ირონიაა: ალიანსი, რომელმაც „მაღალტექნოლოგიური ომების“ ქარი დათესა, ქარიშხალს იმკის.„მანქანათა ომი“ ჩვენი დროის რეალობა ხდება.ასეა თუ ისე, ოპერატიული სიტუაცია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში აახლოვებს უახლესი რუსული ანტიდრონის „ვეგან-9СП“ -ის აქტიური გამოყენების დასაწყისს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/02/287139359_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_228c9545f1090e08ffd5781c4c071a57.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მოსაზრება
ანალიტიკა, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მოსაზრება
მოსაზრება: რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამჭერი დრონი შეიქმნა
12:23 05.07.2024 (განახლებულია: 12:25 05.07.2024) ჩამჭერი დრონები ხდება პრინციპულად ახალ ტექნოლოგიურ არგუმენტებად და ეფექტიან ინსტრუმენტებად 21-ე საუკუნის „მანქანათა ომში“.
რუსული „ანტიკამიკაძის“ გამოჩენა კანონზომიერად გამოიყურება - სპეციალური სამხედრო ოპერაციის საჰაერო სივრცეში მოქმედებს ათასამდე მოწინააღმდეგის სადაზვერვო და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი...
სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელიც უპილოტო აპარატებთან გამკლავების ტექნოლოგიებს მიეძღვნა, წარმოდგენილი იყო რუსული დრონების ჩამჭერი „ვოგან -9СП“. აპარატს შეუძლია, ნახევრად ავტომატურ რეჟიმში აღმოაჩინოს, დაეწიოს და გაანადგუროს მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატი. იგი წარმატებით გადის ცდებს საველე პირობებში.
ერთჯერადი დამრტყმელი უპილოტო „ვოგან-9СП“ მუშაობს რადიო-სალოკაციო სადგურთან და სალაზერო სისტემასთან ინტეგრაციაში, რომელიც ანათებს აღმოჩენილ საჰაერო სამიზნეს.... იმისათვის, რომ მაღალტექნოლოგიური „ანტიკამიკაძის “ სერიული წარმოება დაიწყოს, იგი ეფექტიანი და შედარებით იაფი უნდა იყოს.
ანალოგიური დაცვის სისტემები „დრონები დრონების წინააღმდეგ“ მუშავდება აშშ-ში, ტაივანში და სხვა ქვეყნებში. სავარაუდოდ, არც თუ ისე შორეულ მომავალში ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ანტიკამიკაძე-დრონები შეძლებენ, დამოუკიდებლად აღმოაჩინონ და შეაფასონ საჰაერო სამიზნეები, ოპერატიულად განსაზღვრონ მოწინააღმდეგის აპარატის „ზრახვები“ და გაანადგურონ იგი. საბრძოლო დრონები სწრაფად ვითარდებიან. „მანქანათა ომი“, უდავოდ, მიიღებს ტექნოლოგიურ განვითარებას და გაგრძელებას საბრძოლო გამოყენების ყველა სფეროში - ხმელეთზე, ზღვაზე, კოსმოსში. ინტერესი მათ მიამართ დღითიდღე იზრდება. „ვეგან-9СП“ -ის გამოჩენამ უცხოურ მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
აშშ-ს არმია ზედმეტად ნელა რეაგირებს ახალ საფრთხეებზე და „დაჭერობანას თამაშს განაგრძობს“. ანუ, ტექნოლოგიურად იგი ძალიან ჩამორჩება ქვეყნებს, რომელიც ვაშინგტონმა თავის „მოწინააღმდეგებად“ დანიშნა (რუსეთი და ჩინეთი). ამიტომ პენტაგონი გულდასმით სწავლობს რუსეთის გამოცდილებას და მოწინააღმდეგის დრონებთან ბრძოლის ტექნოლოგიებს.
გამოცემა The New York Timesაღნიშნავს, რომ უკრაინული ფრონტი „კაჟის ხეობად იქცა ავტონომიური დრონებისათვის და მკვლელი რობოტებისათვის“. ათეულობით კომპანია ქმნის და სერიულად აწარმოებს დრონებსა და სხვა უპილოტო მანქანებს, რომლებიც იმართება არა ოპერატორის მიერ, არამედ ხელოვნური ინტელექტით. გამოცემის პროგნოზით, ძალიან მალე „თვითმართვადი დრონების რაზმები შეძლებენ თავდასხმის კოორდინირებას, ხოლო კომპიუტერული მხედველობით აღჭურვილი ტყვიამფრქვევები - ჯარისკაცების განადგურებას“. დასავლეთი ძალიან შიშობს, რომ ასეთი მოწყობილობები, შეიძლება, ტერორისტებსაც გაუჩნდეს... ისტორიის ირონიაა: ალიანსი, რომელმაც „მაღალტექნოლოგიური ომების“ ქარი დათესა, ქარიშხალს იმკის.
„მანქანათა ომი“ ჩვენი დროის რეალობა ხდება.
ასეა თუ ისე, ოპერატიული სიტუაცია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში აახლოვებს უახლესი რუსული ანტიდრონის „ვეგან-9СП“ -ის აქტიური გამოყენების დასაწყისს.