მდინარე ქსანზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდება

© photo: Sputnikსატვირთო
სატვირთო - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2024
გამოწერა
უწყების ცნობით, ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. მდინარე ქსანზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია 5 აგვისტოს დასრულდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრზე (დასავლეთის მიმართულება) არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 ივნისიდან ხორციელდება.
უწყების ცნობით, ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში. დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა იმოქმედებს 5 აგვისტოს ჩათვლით.
პროექტის ფარგლებში ხიდის შუალედური ბურჯების შეკეთება უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარებს მალის ნაშენზე და ხიდის სავალ ნაწილზე, სადაც სრულდება ბეტონის ახალი ფილის მოწყობა. ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მისაღებად საჭიროა 10-14 დღე, რის შემდეგაც დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. იგივე სამუშაოები ჩატარდება გზის მეორე ზოლზეც.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მგზავრებს გადაუდებელი სამუშაოების წარმოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0