https://sputnik-georgia.com/20240705/lelo-nacmozraobastan-tanamshromlobas-ar-apirebs-288841168.html
გაერთიანება არ იქნება: „ლელო საქართველოსთვის“ „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე
გაერთიანება არ იქნება: „ლელო საქართველოსთვის“ „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე
Sputnik საქართველო
ერთიანობა მნიშვნელოვანია, მაგრამ - სწორი კონფიგურაციით, რომელიც მოიცავს არჩევანის შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, განაცხადა პარტიის გენმდივანმა 05.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-05T12:13+0400
2024-07-05T12:13+0400
2024-07-05T12:13+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/11/249229309_0:208:1995:1330_1920x0_80_0_0_fc813d22cb66344b5ec536afc4fba4c7.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ არჩევნებზე ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არ მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა პარტიის გენმდივანმა ირაკლი კუპრაძემ.„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთია იმ ექვსი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას და შეთანხმდნენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მისაღწევად 8 ივლისამდე იპოვიან „ერთობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას". თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ახალმა“.დღევანდელი მდგომარეობით, „სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, ოფიციალურად არცერთ პარტიას არ დაუდასტურებია „ნაცმოძრაობასთან" გაერთიანების მზადყოფნა.საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/11/249229309_579:268:1995:1330_1920x0_80_0_0_c43d8cbec3d0625e18c55744a6b0986e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
გაერთიანება არ იქნება: „ლელო საქართველოსთვის“ „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე
ერთიანობა მნიშვნელოვანია, მაგრამ - სწორი კონფიგურაციით, რომელიც მოიცავს არჩევანის შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, განაცხადა პარტიის გენმდივანმა
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ არჩევნებზე ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არ მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა პარტიის გენმდივანმა ირაკლი კუპრაძემ.
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთია იმ ექვსი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას და შეთანხმდნენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მისაღწევად 8 ივლისამდე იპოვიან „ერთობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას".
„წინასაარჩევნო ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ ვაპირებთ. ერთიანობა მნიშვნელოვანია, მაგრამ სწორი კონფიგურაციით, რომელიც მოიცავს არჩევანის შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეებისთვის. „ლელოს" ინიციატივაა, რომ უნდა არსებობდეს რამდენიმე ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად „ლელო" მოიაზრებს საკუთარ თავს, სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად პარტნიორობაში. ამ შემადგენლობაში არ იგულისხმება „ნაცმოძრაობა" და გახარიას გუნდი", - განაცხადა კუპრავამ.
თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ახალმა“.
დღევანდელი მდგომარეობით, „სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, ოფიციალურად არცერთ პარტიას არ დაუდასტურებია „ნაცმოძრაობასთან" გაერთიანების მზადყოფნა.
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.