ირაკლი კობახიძე კირ სტარმერს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2024
გამოწერა
გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებაში „ლეიბორისტული პარტია" კირ სტარმერის ხელმძღვანელობით მოვიდა.
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კირ სტარმერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს.
კობახიძემ სტარმერს წარმატებები უსურვა და ნაყოფიერი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
„წარმატებას ვუსურვებ კირ სტარმერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და გამოვთქვამთ თანამშრომლობის მზაობას მის მთავრობასთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ნაყოფიერი პარტნიორობა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის“, – დაწერა კობახიძემ.
გაერთიანებული სამეფოში გამართული რიგგარეშე არჩევნების შედეგად „კონსერვატიული პარტიის" 14-წლიანი მმართველობა დასრულდა და ხელისუფლებაში „ლეიბორისტული პარტია" კირ სტარმერის ხელმძღვანელობით მოვიდა.
კირ სტარმერი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დღეს, 5 ივლისს, მას შემდეგ გახდა, რაც არჩევნების ხმები საბოლოოდ დაითვალეს. სტარმერი ბუკინგემის სასახლეშიგაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა.
„კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ტოვებს როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს, ისე თანამდებობას პარტიაში.
ყველა ახალი ამბავი
0