https://sputnik-georgia.com/20240705/kobaxidze-liana-isakadzis-gardacvalebis-gamo-mwuxarebas-gamotqvams-288867824.html
ირაკლი კობახიძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი კობახიძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
ისაკაძის რეპერტუარში კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშებია. 05.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-05T19:41+0400
2024-07-05T19:41+0400
2024-07-05T19:41+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კულტურა საქართველოში
საქართველოს სიამაყე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/02/249123596_0:119:2048:1271_1920x0_80_0_0_150b950fabc3db8b0108b3995dcbc09d.jpg
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამორჩეული მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე, დირიჟორი და მასწავლებელი ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, უნიკალური ხელწერით გამორჩეულმა საშემსრულებლო და სადირიჟორო მოღვაწეობამ ლიანა ისაკაძეს მსოფლიო სახელი და აღიარება მოუტანა.ლიანა ისაკაძე ბრწყინვალე მუსიკოსი და მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ქართველი მევიოლინეა. ის შეყვანილია მსოფლიოს ყველა იმ გამოცემაში, რომელშიც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. მისი შესრულება გამოირჩეოდა არტისტურობით, ღრმა მუსიკალურობითა და ვირტუოზულობით.ლიანა ისაკაძე 1946 წლის 2 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ის 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი და ვუნდერკინდებს მიაკუთვნებდნენ. მან თავისით ისწავლა როიალზე დაკვრა და კომპოზიცია. 3 წლის კომპოზიტორი საერთო გაოცებას იწვევდა. მოგვიანებით კი ვიოლინო აიღო ხელში.მუსიკალური განათლება თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში 9 წლის ლიანა ისაკაძეს აკომპანიმენტს სახელმწიფო ორკესტრი უწევდა, ხოლო 10 წლის მევიოლინე უკვე სოლო-კონცერტით წარდგა მსმენელის წინაშე. 10 წლის ასაკში იგი მიიწვიეს საერთაშორისო ფესტივალ – კონკურსზე მოსკოვში, სადაც მან პროფესიონალ მუსიკოსთა საკონკურსო პროგრამა ბრწყინვალედ შეასრულა. ლიანა ისაკაძის სახელი მთელ საბჭოთა კავშირში გავრცელდა.12 წლის ლიანა ისაკაძეს პირველი პრემია მიენიჭა ამიერკავკასიის მევიოლინეთა კონკურსზე. 14 წლის ასაკში, როგორც გამონაკლისი, იგი მიიწვიეს მუსიკოსთა საკავშირო კონკურსზე (კონკურსში მონაწილეთა ასაკის ქვედა ზღვარი 17 წელი იყო), სადაც მეორე პრემია აიღო.1974 წელს ისაკაძის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი, ხოლო1975 წელს მან ითამაშა ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი".ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია.1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი, 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი.2001 წელს, თბილისის ფილარმონიის შენობის წინ, ლიანა ისაკაძის საპატიო ვარსკვლავი გაიხსნა, მისივე ავტოგრაფით.ის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/02/249123596_98:0:1951:1390_1920x0_80_0_0_b66a8366273bb32cdcb72c703e46bdb7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კულტურა საქართველოში, საქართველოს სიამაყე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კულტურა საქართველოში, საქართველოს სიამაყე, საზოგადოება, ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ისაკაძის რეპერტუარში კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშებია.
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამორჩეული მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე, დირიჟორი და მასწავლებელი ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, უნიკალური ხელწერით გამორჩეულმა საშემსრულებლო და სადირიჟორო მოღვაწეობამ ლიანა ისაკაძეს მსოფლიო სახელი და აღიარება მოუტანა.
„ქალბატონი ლიანა ბრწყინვალე ტალანტით სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. მისმა ნაყოფიერმა შემოქმედებამ ხელი შეუწყო კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ სამუსიკო ტრადიციებს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი ლიანას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.
ლიანა ისაკაძე ბრწყინვალე მუსიკოსი და მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ქართველი მევიოლინეა. ის შეყვანილია მსოფლიოს ყველა იმ გამოცემაში, რომელშიც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. მისი შესრულება გამოირჩეოდა არტისტურობით, ღრმა მუსიკალურობითა და ვირტუოზულობით.
ლიანა ისაკაძე 1946 წლის 2 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ის 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი და ვუნდერკინდებს მიაკუთვნებდნენ. მან თავისით ისწავლა როიალზე დაკვრა და კომპოზიცია. 3 წლის კომპოზიტორი საერთო გაოცებას იწვევდა. მოგვიანებით კი ვიოლინო აიღო ხელში.
მუსიკალური განათლება თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში 9 წლის ლიანა ისაკაძეს აკომპანიმენტს სახელმწიფო ორკესტრი უწევდა, ხოლო 10 წლის მევიოლინე უკვე სოლო-კონცერტით წარდგა მსმენელის წინაშე. 10 წლის ასაკში იგი მიიწვიეს საერთაშორისო ფესტივალ – კონკურსზე მოსკოვში, სადაც მან პროფესიონალ მუსიკოსთა საკონკურსო პროგრამა ბრწყინვალედ შეასრულა. ლიანა ისაკაძის სახელი მთელ საბჭოთა კავშირში გავრცელდა.
12 წლის ლიანა ისაკაძეს პირველი პრემია მიენიჭა ამიერკავკასიის მევიოლინეთა კონკურსზე. 14 წლის ასაკში, როგორც გამონაკლისი, იგი მიიწვიეს მუსიკოსთა საკავშირო კონკურსზე (კონკურსში მონაწილეთა ასაკის ქვედა ზღვარი 17 წელი იყო), სადაც მეორე პრემია აიღო.
1974 წელს ისაკაძის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი, ხოლო1975 წელს მან ითამაშა ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი".
ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია.
1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი, 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი.
2001 წელს, თბილისის ფილარმონიის შენობის წინ, ლიანა ისაკაძის საპატიო ვარსკვლავი გაიხსნა, მისივე ავტოგრაფით.
ის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.