https://sputnik-georgia.com/20240705/beqa-gorgadze-m-gundis-ganwyobaze-isaubra-288869215.html
საქართველო-ფიჯი: კაპიტანმა მატჩის წინ რაგბის გუნდის განწყობაზე ისაუბრა
საქართველო-ფიჯი: კაპიტანმა მატჩის წინ რაგბის გუნდის განწყობაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
„ბორჯღალოსნები" მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ერთხელ შეძლეს მეტოქის დამარცხება. 05.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-05T18:12+0400
2024-07-05T18:12+0400
2024-07-05T18:12+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282698603_0:0:773:435_1920x0_80_0_0_523ac8ff891a378cb071ba8bfb04ce59.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ფიჯის ნაკრებთან სათამაშოდ მზადაა და გამარჯვებისთვის არის განწყობილი, განაცხადა ნაკრების კაპიტანმა ბექა გორგაძემ World Rugby-ის სერიის ტესტ-მატჩის წინ.საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ბათუმში „Ajarabet არენაზე" 5 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.მისი თქმით, საქართველოს ნაკრები შეეცდება მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და თამაში დასამახსოვრებელი გახადოს.გორგაძემ სტადიონზე გულშემატკივართა სიმრავლის და რთულ მომენტებში მოთამაშეების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.„ბორჯღალოსნები" მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ერთხელ შეძლეს მეტოქის დამარცხება. ერთი შეხვედრა ფრე ანგარიშით, ხუთი კი ფიჯის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს საქართველო და ფიჯი ერთმანეთს 2023 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ და იმ მატჩში გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ – 17:12.არდა ამისა, საქართველოს ნაკრები ზაფხულში კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს – 13 ივლისს „ბორჯღალოსნები“ სტუმრად იაპონიის ნაკრებს, 20 ივლისს კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.Test-match - ესაა საერთაშორისო დონის მატჩი ოფიციალური შეჯიბრებების ფარგლებს გარეთ. ამხანაგური თამაშისგან განსხვავებით, ტესტ-მატჩებს World rugby-ს რეიტინგში ითვალისწინებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282698603_132:0:712:435_1920x0_80_0_0_09f32c17d93d439b2b080c94b1c68e74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო-ფიჯი: კაპიტანმა მატჩის წინ რაგბის გუნდის განწყობაზე ისაუბრა
„ბორჯღალოსნები" მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ერთხელ შეძლეს მეტოქის დამარცხება.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ფიჯის ნაკრებთან სათამაშოდ მზადაა და გამარჯვებისთვის არის განწყობილი, განაცხადა ნაკრების კაპიტანმა ბექა გორგაძემ World Rugby-ის სერიის ტესტ-მატჩის წინ.
საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ბათუმში „Ajarabet არენაზე" 5 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.
„დრო გვქონდა ყველა ის დეტალი გაგვევლო, რაზეც მუშაობა და გაუმჯობესება იყო საჭირო, განსაკუთრებით თასის შემდეგ... მჯერა, რომ დღეს გუნდი მზადაა ფიჯისთან თამაშისა და გამარჯვებისთვის", - განაცხადა გორგაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრები შეეცდება მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და თამაში დასამახსოვრებელი გახადოს.
გორგაძემ სტადიონზე გულშემატკივართა სიმრავლის და რთულ მომენტებში მოთამაშეების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ ჩვენ, თავის მხრივ, ვეცდებით მაქსიმალურად გავახაროთ გულშემატკივარი და კიდევ ერთხელ შევქმნათ რაც შეიძლება მეტი ემოცია სტადიონზე“, - განაცხადა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა.
„ბორჯღალოსნები" მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ერთხელ შეძლეს მეტოქის დამარცხება. ერთი შეხვედრა ფრე ანგარიშით, ხუთი კი ფიჯის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს საქართველო და ფიჯი ერთმანეთს 2023 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ და იმ მატჩში გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ – 17:12.
არდა ამისა, საქართველოს ნაკრები ზაფხულში კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს – 13 ივლისს „ბორჯღალოსნები“ სტუმრად იაპონიის ნაკრებს, 20 ივლისს კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
Test-match - ესაა საერთაშორისო დონის მატჩი ოფიციალური შეჯიბრებების ფარგლებს გარეთ. ამხანაგური თამაშისგან განსხვავებით, ტესტ-მატჩებს World rugby-ს რეიტინგში ითვალისწინებენ.