მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის გამო ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა შეიზღუდება

© Мэрия Тбилисиგზატკეცილი
გზატკეცილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2024
გამოწერა
უწყების ცნობით, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ მდინარე ვერეს კალაპოტი ლამისგან, ნაშალი მასისა და მიწისგან იწმინდება.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის გამო, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა 6 ივლისს დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეზღუდვები 24:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს. აღნიშნულ პერიოდში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად, იპოდრომიდან გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება.
უწყების ცნობით, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ მდინარე ვერეს კალაპოტი ლამისგან, ნაშალი მასისა და მიწისგან იწმინდება. კალაპოტი უკვე გასუფთავდა ლელქაშისა და ამონაყრისგან, ასევე, მოიჭრა მდინარის ნატანისგან წარმოქმნილი კუნძულები და ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები.
შესაბამის სამუშაოებს სპეცტექნიკის საშუალებით შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.
„თბილსერვის ჯგუფი“ ღამის განმავლობაში მდინარის კალაპოტიდან გამოტანილი მასისა და ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს.
ყველა ახალი ამბავი
0