საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2024
გამოწერა
დამოუკიდებლობის დღე აშშ-ის ძირითადი სახელმწიფო დღესასწაულია, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების პატივსაცემად აღინიშნება.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს ეროვნული დღესასწაული — დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
დამოუკიდებლობის დღე აშშ-ის ძირითადი სახელმწიფო დღესასწაულია, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების პატივსაცემად აღინიშნება. 1776 წლის 4 ივლისს 13 შტატის წარმომადგენლებმა ფილადელფიის ქალაქის სათათბიროს შენობაში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები ბრიტანეთის სამეფოსგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
„ვულოცავ 4 ივლისს ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს! საქართველო აფასებს სამართლიანობასა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემაზე დაფუძნებულ თქვენს მრავალწლიან მეგობრობას და მხარდაჭერას დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. გისურვებთ, პირადობის მოწმობაში ამერიკის მოქალაქეობა დარჩეს ინსპირაციად თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის მთელს მსოფლიოში“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში.
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ყველაზე აქტიური ის გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს საპარტნიორო კავშირების და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკის და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის და კულტურის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0