https://sputnik-georgia.com/20240704/vis-surs-giorgi-miqautadzis-shezena-288835916.html
ვის სურს ქართველი თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის შეძენა?
ვის სურს ქართველი თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის შეძენა?
Sputnik საქართველო
გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. 04.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-04T20:08+0400
2024-07-04T20:08+0400
2024-07-04T20:08+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288484370_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_c60c99b81a15ae549488af29e017c968.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ინგლისის პრემიერ-ლიგაში მოთამაშე „ვესტ ჰემის" კლუბი მზადაა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, 23 წლის გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის ტრანსფერის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, იუწყება პორტალი GiveMeSport.გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მას შემდეგ, რაც მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა, ნაკრების ფეხბურთელები თბილისში დაბრუნდნენ, სადაც მათ გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს: დილით თბილისის აეროპორტში, საღამოს კი ქალაქის ცენტრში.თავისუფლების მოედანზე გულშემატკივრებთან შეხვედრაზე მოთამაშეებს შორის მხოლოდ მიქაუტაძე და თავდამსხმელი საბა ლობჟანიძე არ იმყოფებოდნენ - ორივე თავიანთ კლუბებს დაუბრუნდა.მიუხედავად დიდი ინტერესისა, „ვესტ ჰემს" ტრანსფერის განხორციელებაში სირთულეები შეექმნა, რადგან მანამდე თავად მიქაუტაძემ განაცხადა, რომ მას სურდა ლიგა 1-ის სხვა კლუბში გადასვლა.გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძით ასევე „მონაკო“, „ლიონი“ და „ლანსიც“ არიან დაინტერესებულნი. როგორც ადრე ქართული მედია იუწყებოდა, მიქაუტაძემ „მონაკოსთან" კონტრაქტი პირადად შეათანხმა.ივლისის დასაწყისში „მეცმა" მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსიდან" გამოისყიდა.2023 წლის ზაფხულში მიქაუტაძე „მეციდან" „აიაქსში" გადავიდა (ტრანსფერი -16 მლნ ევრო) - მიქაუტაძემ „აიაქსის" შემადგენლობაში ექვსი მატჩი ჩაატარა და არცერთი გოლი არ გაუტანია, რის შემდეგაც იჯარის უფლებიც კვლავ „მეცში" დაბრუნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288484370_211:0:2942:2048_1920x0_80_0_0_3a059d7265d0076b23bf39485ff04530.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ვის სურს ქართველი თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის შეძენა?
გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ინგლისის პრემიერ-ლიგაში მოთამაშე „ვესტ ჰემის" კლუბი მზადაა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, 23 წლის გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის ტრანსფერის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, იუწყება პორტალი GiveMeSport.
გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მას შემდეგ, რაც მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა, ნაკრების ფეხბურთელები თბილისში დაბრუნდნენ, სადაც მათ გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს: დილით თბილისის აეროპორტში, საღამოს კი ქალაქის ცენტრში.
თავისუფლების მოედანზე გულშემატკივრებთან შეხვედრაზე მოთამაშეებს შორის მხოლოდ მიქაუტაძე და თავდამსხმელი საბა ლობჟანიძე არ იმყოფებოდნენ - ორივე თავიანთ კლუბებს დაუბრუნდა.
მიუხედავად დიდი ინტერესისა, „ვესტ ჰემს" ტრანსფერის განხორციელებაში სირთულეები შეექმნა, რადგან მანამდე თავად მიქაუტაძემ განაცხადა, რომ მას სურდა ლიგა 1-ის სხვა კლუბში გადასვლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძით ასევე „მონაკო“, „ლიონი“ და „ლანსიც“ არიან დაინტერესებულნი. როგორც ადრე ქართული მედია იუწყებოდა, მიქაუტაძემ „მონაკოსთან" კონტრაქტი პირადად შეათანხმა.
ივლისის დასაწყისში „მეცმა" მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსიდან" გამოისყიდა.
2023 წლის ზაფხულში მიქაუტაძე „მეციდან" „აიაქსში" გადავიდა (ტრანსფერი -16 მლნ ევრო) - მიქაუტაძემ „აიაქსის" შემადგენლობაში ექვსი მატჩი ჩაატარა და არცერთი გოლი არ გაუტანია, რის შემდეგაც იჯარის უფლებიც კვლავ „მეცში" დაბრუნდა.