https://sputnik-georgia.com/20240704/vis-dara-kriteriumebit-shearcheven-genprokurorad-288829963.html
ვის და რა კრიტერიუმებით შეარჩევენ გენპროკურორის პოსტზე? დეპუტატის პასუხი
ვის და რა კრიტერიუმებით შეარჩევენ გენპროკურორის პოსტზე? დეპუტატის პასუხი
Sputnik საქართველო
ყოფილმა გენპროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 23 მაისს დატოვა 04.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-04T16:00+0400
2024-07-04T16:00+0400
2024-07-04T16:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b7747acc8f4af1f62e8b5971ff9edded.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის პროცესი არ არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, კანდიდატებისთვის მნიშვნელოვანია გამოცდილება, განაცხადა პარლამენტის საპროცესო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგაშვილმა.საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. თანამდებობა ვაკანტური 23 მაისს გახდა, მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.მისი თქმით, საპროკურორო საბჭო სამ კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს, რის შემდეგაც დეპუტატები ერთ-ერთ მათგანს საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტზე დაამტკიცებენ.გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული, საიდანაც ხუთმა თავად წარადგინა საკუთარი კანდიდატურა, ორი ოპოზიციურმა პარტია „საქართველომ“, ოთხი კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს. კანდიდატებს შორის ორი ქალია.კანდიდატებს შორის არიან იურისტი გრიგოლ გაგნიძე, რომელსაც მხარი ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაუჭირა, პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს და ასევე ცნობილი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.არჩევის პროცესიკონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა 1/3 მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ხმის მიცემა კანდიდატებთან მიმართებით ცალ-ცაკლე მოხდება. კენჭისყრა ფარული იქნება.არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-სა. თუ ორი ან მეტი კანდიდატი ხმების თანაბარ რაოდენობას მიიღებს, გადამწყვეტი საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა იქნება.თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, ხელახალ კონსულტაციებს დაიწყებს.შერჩევის შემდეგ საპროკურორო საბჭო კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ წარდგენილი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრების ხმათა საჭირო რაოდენობას, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატურებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_114:0:1447:1000_1920x0_80_0_0_48cd7d7ffe596d377fa38d90a91ceff8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ვის და რა კრიტერიუმებით შეარჩევენ გენპროკურორის პოსტზე? დეპუტატის პასუხი
ყოფილმა გენპროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 23 მაისს დატოვა
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის პროცესი არ არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, კანდიდატებისთვის მნიშვნელოვანია გამოცდილება, განაცხადა პარლამენტის საპროცესო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგაშვილმა.
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. თანამდებობა ვაკანტური 23 მაისს გახდა, მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
„პროკურორის შერჩევის პროცესი აღარ არის დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს შეიქმნა და პროკურორის კანდიდატს არჩევს საპროკურორო საბჭო. მოთხოვნები არის შესაბამისი კრიტერიუმებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში პროფესიონალიზმს აქვს მნიშვნელობა, გამოცდილებას, კეთილსინდისიერებას”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საპროკურორო საბჭო სამ კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს, რის შემდეგაც დეპუტატები ერთ-ერთ მათგანს საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტზე დაამტკიცებენ.
გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული, საიდანაც ხუთმა თავად წარადგინა საკუთარი კანდიდატურა, ორი ოპოზიციურმა პარტია „საქართველომ“, ოთხი კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს. კანდიდატებს შორის ორი ქალია.
კანდიდატებს შორის არიან იურისტი გრიგოლ გაგნიძე, რომელსაც მხარი ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაუჭირა, პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს და ასევე ცნობილი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა 1/3 მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ხმის მიცემა კანდიდატებთან მიმართებით ცალ-ცაკლე მოხდება. კენჭისყრა ფარული იქნება.
არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-სა. თუ ორი ან მეტი კანდიდატი ხმების თანაბარ რაოდენობას მიიღებს, გადამწყვეტი საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა იქნება.
თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, ხელახალ კონსულტაციებს დაიწყებს.
შერჩევის შემდეგ საპროკურორო საბჭო კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ წარდგენილი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრების ხმათა საჭირო რაოდენობას, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატურებს.