კალათბურთი: საქართველომ ფილიპინები დაამარცხა, თუმცა, ოლიმპიადის საგზურს დაემშვიდობა

© Georgian Basketball Federationკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2024
გამოწერა
საქართველოს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 19 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები, ფილიპინებთან ანგარიშით 96:94 გამარჯვების მიუხედავად, რიგის შესარჩევ ტურნირს ტოვებს, სადაც პარიზის ოლიმპიადის საგზური გათამაშდა.
ოლიმპიურ თამაშებზე 12 გუნდს შორის რვამ უკვე მოიპოვა გარანტირებული ადგილი. ვაკანტური კიდევ ოთხი საგზური რჩება. მფლობელების ვინაობა შესარჩევი ტურნირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი 2-7 ივლისის პერიოდში რიგაში ტარდება. ოლიმპიადის ერთი საგზურის მოსაპოვებლად ექვსი ქვეყნის გუნდები იბრძვიან: ლატვია, საქართველო, ფილიპინები (A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი). საქართველომ პირველი შეხვედრა ლატვიასთან ანგარიშით 55:83 წააგო.
საქართველოს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 19 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა.
ქართველმა კალათბურთელებმა პირველი მეოთხედი დამაჯერებლად მოიგეს - 28:17. მეორეში ფილიპინებმა ანგარიში გაათანაბრეს - 27:26.
მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებისთვის კატასტროფული გამოდგა - 19:31.
შეხვედრის დასასრულს წარმატება საქართველოს მხარეზე იყო - 22:20, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები სანდრო მამუკელაშვილი - 26 ქულა და გოგა ბითაძე - 19 ქულა იყვნენ.
საქართველოს ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა პარიზის ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის წყალობით.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024 წლის 26 ივლისი-11 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0