https://sputnik-georgia.com/20240704/samxedro-tvitmprinavis-chamovardnis-adgilze-sagamoziebo-moqmedebebi-dasrulda-288826116.html
სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
Sputnik საქართველო
წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად 04.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-04T13:00+0400
2024-07-04T13:00+0400
2024-07-04T13:00+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/25/248512567_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_d2e728bc75c37c611c1895a109da22d3.jpg
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტში საფრენი აპარატი სუ-25-ის ჩამოვარდნის ადგილზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.2 ივლისს თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა სუ-25 ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, კატასტროფა განიცადა. მომხდარის შედეგად თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მტკიცებულებების შესაგროვებლად შესაბამისი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 401-ე მუხლით დაიწყო. საქართველოს პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია.დანაშაული ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/25/248512567_437:0:3168:2048_1920x0_80_0_0_40394c114576ca19264a51b19fa50a74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტში საფრენი აპარატი სუ-25-ის ჩამოვარდნის ადგილზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2 ივლისს თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა სუ-25 ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, კატასტროფა განიცადა. მომხდარის შედეგად თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მტკიცებულებების შესაგროვებლად შესაბამისი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
„ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება. შედეგად, ნანახი და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები", - ნათქვამია განცხადებაში.
სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 401-ე მუხლით დაიწყო. საქართველოს პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია.
დანაშაული ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.