https://sputnik-georgia.com/20240704/premieri-saqartvelos-ashsh-urtiertobebis-gadatvirtva-surs-288834267.html
პრემიერი: საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
პრემიერი: საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
Sputnik საქართველო
ახლო მომავალში შეიძლება ვიხილოთ აშშ-ის მხრიდან ისეთი საპასუხო ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს ურთიერთობებს, რაც ასე აუცილებელია ორივე... 04.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-04T21:18+0400
2024-07-04T21:18+0400
2024-07-04T21:18+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/15/265374504_0:113:3071:1840_1920x0_80_0_0_0828c2b3990427e27162078a04bbd13f.jpg
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადატვირთვას საჭიროებს და საქართველო ელოდება შეერთებული შტატების ნაბიჯებს ამ მიმართულებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".ამასთან, პრემიერს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნაბიჯებს ელოდება ხელისუფლება.„მე არ მინდა, კონკრეტიკაში შევიდე, თუმცა, ვფიქრობ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია ვიხილოთ ისეთი შემხვედრი ნაბიჯები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომელიც თვისებრივად გააჯანსაღებს ურთიერთობებს, რაც ასე სჭირდება ორივე ქვეყანას. მჯერა იმის, რომ ეს სჭირდება როგორც აშშ-ს, ისე საქართველოს“,- განაცხადა პრემიერმა.საქართველოს დღევანდელი ურთიერთობები დასავლეთთან დაძაბულია. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, მათ მიმართ კრიტიკა გაისმა თავიდან უკრაინის ხელისუფლების და ევროპარლამენტის ცალკეული წევრების მხრიდან, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.ქართველმა ოპოზიციონერებმა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შემდეგ კი დასავლელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ დაადანაშაულეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებისთვის. თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. მმართველი პარტიის განცხადებით, ისინი ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობენ.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/15/265374504_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_966bf62641c8cd9f1031ae5ff26bbd6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
ახლო მომავალში შეიძლება ვიხილოთ აშშ-ის მხრიდან ისეთი საპასუხო ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს ურთიერთობებს, რაც ასე აუცილებელია ორივე ქვეყნისთვის, მიაჩნია პრემიერ-მინისტრს.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადატვირთვას საჭიროებს და საქართველო ელოდება შეერთებული შტატების ნაბიჯებს ამ მიმართულებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
„ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის, თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა კობახიძემ აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ მიღებაზე.
ამასთან, პრემიერს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნაბიჯებს ელოდება ხელისუფლება.
„მე არ მინდა, კონკრეტიკაში შევიდე, თუმცა, ვფიქრობ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია ვიხილოთ ისეთი შემხვედრი ნაბიჯები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომელიც თვისებრივად გააჯანსაღებს ურთიერთობებს, რაც ასე სჭირდება ორივე ქვეყანას. მჯერა იმის, რომ ეს სჭირდება როგორც აშშ-ს, ისე საქართველოს“,- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს დღევანდელი ურთიერთობები დასავლეთთან დაძაბულია. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, მათ მიმართ კრიტიკა გაისმა თავიდან უკრაინის ხელისუფლების და ევროპარლამენტის ცალკეული წევრების მხრიდან, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.
ქართველმა ოპოზიციონერებმა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შემდეგ კი დასავლელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ დაადანაშაულეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებისთვის. თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. მმართველი პარტიის განცხადებით, ისინი ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობენ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია.