https://sputnik-georgia.com/20240704/liluashvili-gaxarias-partia-nacmozraobastan-ar-itanamshromlebs-288833236.html
დეპუტატი: გახარიას პარტია „ნაცმოძრაობასთან" არ ითანამშრომლებს
დეპუტატი: გახარიას პარტია „ნაცმოძრაობასთან" არ ითანამშრომლებს
Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება 04.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-04T20:49+0400
2024-07-04T20:49+0400
2024-07-04T20:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249572271_0:127:2048:1280_1920x0_80_0_0_4620cead6cbcd1877b9cb48ee237d55a.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" საპარლამენტო არჩევნებისთვის არავისთან, განსაკუთრებით კი ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას არ აპირებს, განაცხადა ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა.პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ახალმა“ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას და შეთანხმდნენ, რომ არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მისაღწევად 8 ივლისამდე იპოვიან „ერთობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას".ამასთან, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მიიჩნევს, რომ სწორედ რეიტინგის ნაკლებობამ აიძულა ოპოზიცია გაერთიანებისკენ.საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249572271_287:0:1994:1280_1920x0_80_0_0_0185dc1a1e2a6d909df76d49375a19f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
დეპუტატი: გახარიას პარტია „ნაცმოძრაობასთან" არ ითანამშრომლებს
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" საპარლამენტო არჩევნებისთვის არავისთან, განსაკუთრებით კი ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას არ აპირებს, განაცხადა ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა.
პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ახალმა“ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას და შეთანხმდნენ, რომ არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მისაღწევად 8 ივლისამდე იპოვიან „ერთობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას".
„ოპოზიციის ნაწილი, განსაკუთრებით კი რადიკალური „ნაცმოძრაობა“, საუბრობს რაღაც გაერთიანებაზე, ცენტრის ჩამოყალიბებასა და ერთიანი სიის ფორმირებაზე. ჩვენ არავისთან არ გავერთიანდებით, ამ არჩევნებში ვმონაწილეობთ ჩვენი პარტიული ნომრით და პროგრამით. მეორე მხრივ, ღია ვართ, ვითანამშრომლოთ მათთან, ვისაც ამის სურვილი აქვს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მიიჩნევს, რომ სწორედ რეიტინგის ნაკლებობამ აიძულა ოპოზიცია გაერთიანებისკენ.
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.