https://sputnik-georgia.com/20240704/konkurenciis-saagento-axal-monacemebs-aqveynebs-288824361.html
მომხმარებელთა უფლებების დარღვევები საქართველოში – კონკურენციის სააგენტოს ახალი მონაცემები
მომხმარებელთა უფლებების დარღვევები საქართველოში – კონკურენციის სააგენტოს ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხება 04.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-04T11:49+0400
2024-07-04T11:49+0400
2024-07-04T11:49+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23416/49/234164982_0:0:1501:844_1920x0_80_0_0_57ab320e3851d78ef7389eec31504570.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2024 წლის იანვარი-ივნისის თვეში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 407 განაცხადი განიხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა და მიზნად ისახავს იმ საკითხების რეგულირებას, რომლებიც საქონლის შეძენა-დაბრუნებას ეხება. 2022 წლის 1 ნოემბრიდან ნებისმიერ პირს შეუძლია კონკურენციის სააგენტოში შეიტანოს საჩივარი საქონლის შეძენისას მათი უფლებების დარღვევის თაობაზე.მომხმარებლის სასარგებლოდ, იანვარში პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 77 საქმეზე - 67 შეთანხმება გაფორმდა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 88%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ მოდის აჭარა - 3%.მიღებული მონაცემების მიხედვით, ექვსი თვის განმავლობაში დაფიქსირდა:საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23416/49/234164982_76:0:1409:1000_1920x0_80_0_0_75f3b68d8407d9c3208b1a656d2e2853.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
მომხმარებელთა უფლებების დარღვევები საქართველოში – კონკურენციის სააგენტოს ახალი მონაცემები
სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხება
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2024 წლის იანვარი-ივნისის თვეში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 407 განაცხადი განიხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა და მიზნად ისახავს იმ საკითხების რეგულირებას, რომლებიც საქონლის შეძენა-დაბრუნებას ეხება. 2022 წლის 1 ნოემბრიდან ნებისმიერ პირს შეუძლია კონკურენციის სააგენტოში შეიტანოს საჩივარი საქონლის შეძენისას მათი უფლებების დარღვევის თაობაზე.
„საანგარიშო პერიოდში სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 84 საქმეზე. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 21 მოვაჭრეს - 28 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 19.912 ლარი", - ნათქვამია განცხადებაში.
მომხმარებლის სასარგებლოდ, იანვარში პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 77 საქმეზე - 67 შეთანხმება გაფორმდა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ-ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 88%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ მოდის აჭარა - 3%.
მიღებული მონაცემების მიხედვით, ექვსი თვის განმავლობაში დაფიქსირდა:
თანხის უკან დაბრუნებაზე მოთხოვნა -132
ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება – 124
ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენა – 70
დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდება – 21
ნივთის უპირობოდ დაბრუნება – 19
საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს.